1733169705
გაიცანით „გვაჩვენე შენი ხმის“ გამარჯვებული მონაწილე, რომელმაც ყველას მოტყუება შეძლო
„რუსთავი 2-მა“ 4 სექტემბერს ახალი სეზონი ახალი გადაცემებით დაიწყო. არხმა, ტრადიციულად, ერთგული მაყურებლისთვის ის მეგაპროექტები მოამზადა, რომელიც საერთაშორისო წარმატებული შოუების ანალოგია და მილიონობით მაყურებელი ჰყავს.
ერთ-ერთი ასეთია „გვაჩვენე შენი ხმა“ - ეს არის კორეული სატელევიზიო შოუ. გადაცემის მთავარი პრინციპის მიხედვით, ჟიურიმ უნდა გამოიცნოს, შეუძლია თუ არა სიმღერა მის წინ მდგარ მონაწილეს.
მაყურებელმა უკვე მესამე გადაცემა იხილა. შოუმ საზოგადოებაში ინტერესი უკვე გამოიწვია.
ტრადიციულად, „პრაიმტაიმი“ გადაცემის მონაწილეებს გაგაცნობთ.
ამჯერად გამარჯვებული ისეთი მონაწილე გახდა, რომელიც ვერ მღეროდა. მან ექსპერტების და სტუმრის მოტყუება შეძლო. 31 წლის ხატია ქარცხიამ იდეალურად ითამაშა და თანხაც მოიგო.
ხატიას სინამდვილეში სიმღერასთან შეხება არ აქვს. იგი სადაზღვევო კომპანიაში მუშაობს, არის სოციალური მედიის მენეჯერი, ასევე იღებს მონაწილეობას ვიდეო/ფოტო რეკლამებში. არის Instagram ინფლუენსერი და აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებითაც.
როგორც ხატია ამბობს, პროექტში მონაწილეობა მისთვის გამოწვევა იყო, რადგან ისეთ სფეროში უნდა მოესინჯა თავი, რომელიც მისთვის უცხო იყო.
„პროექტში მონაწილეობის მიღება ახლობლებმა მირჩიეს. თავდაპირველად არ ვიცოდი, რადგან ახალია ეს ქართულ ბაზარზე, ამიტომ ცოტა ხანს ვფიქრობდი, თუმცა როგორც კი მივხვდი და გავიგე როგორი პროექტი იყო, მომეწონა ძალიან და მეც გადავწყვიტე მონაწილეობის მიღება.
ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის, რადგან მქონდა ისეთ სფეროსთან შეხება, რომელსაც არ ვიცნობდი. ზოგადად, მე თუ ხელს რამეს ვკიდებ, მასში ბოლომდე ვერკვევი. ამ მხრივ კი სიმღერა ჩემთვის გამონაკლისია“, - ამბობს გამარჯვებული მონაწილე.
ასევე ნახეთ:
რატომ მოკლეს ამერიკაში საქართველოს მოქალაქე - გარდაცვლილის მეუღლე ახალ დეტალებზე საუბრობს
„მგონი, მყავს ჩემი ფავორიტი...“ - რას წერს სალომე უშხვანი „პრაიმ ჰაუსის“ მეოთხე სეზონზე