1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
ევროვიზია 2023-ის მასპინძელ ქალაქ ლივერპულში კონკურსის წილისყრა გაიმართა, სადაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს წარმომადგენელი მეორე ნახევარფინალური შოუს მეორე ნახევარში იმღერებს.
საქართველოსთან ერთად მეორე ნახევარფინალში სომხეთი, კვიპროსი, რუმინეთი, დანია, ბელგია, ისლანდია, საბერძნეთი, ესტონეთი, ალბანეთი, ავსტრალია, ავსტრია, ლიეტუვა, სან მარინო, სლოვენია და პოლონეთი იმღერებენ.
რაც შეეხება პირველ ნახევარფინალურ შოუს, აქ წარდგებიან: სერბეთი, ლატვია, პორტუგალია, ირლანდია, ნორვეგია, ხორვატია, მალტა, შვედეთი, მოლდოვა, შვეიცარია, ისრაელი, ნიდერლანდები, ფინეთი, აზერბაიჯანი და ჩეხეთი.
დიდი ხუთეულის ქვეყნები: დიდი ბრიტანეთი, იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია და წინა წლის გამარჯვებული ქვეყანა – უკრაინა ავტომატურად მოხვდებიან ფინალში.