იზრდება პენსიები, ხელფასები და ჯანდაცვის დაფინანსება - რას ითვალისწინებს 2027 წლის ბიუჯეტი
1791057174
თბილისში ერთი ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა საბურთალოზე, მეტროსადგურ „დელისის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. დაჭრილი კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, დაჭრილი კაცი ბიზნესმენი ალექსანდრე გამჯაშვილია. თვითმხილველების თქმით, რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს.
მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი.
როგორც ,,პრაიმტაიმს" შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასა გულისხმობს.