ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ათენიდან Wizz Air-ის ჩარტერული რეისი შესრულდება
1767025495
საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი გააუპატიურეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები 27 დეკემბერს დააკავეს.
დაკავებულთაგან ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით ( გაუპატიურება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო მეორე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გაუპატიურება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია განცხადებაში.