wyali

1771873357

წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.საბურთალო, სოფ.დიღომი, ვახტანგ ჭელიძის ქ N42 თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო, 2/24/2026 02:30 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: შერმადინი N 38-190, N 33- 197, ავთანდილის N 33,35,37,39,58,60,62, ხატაეთის N 40-80, 39-61, ჭელიძე (მულღაზანზარის)- N 35-83, N 28-66, ნესტან დარეჯანი N 39-65, N 32-48.საბურთალო, ოდესის ქ. N24 თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო, 2/24/2026 01:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ოდესის ქუჩას.სამგორი, ქიზიყის ქ. N 11 თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო, 2/24/2026 01:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ქიზიყის ქუჩის N1-N13 (კენტები) N2-N8 (ლუწები), პოლიციის ქუჩას, ენუქიძეს, ნავთლუღის მე-2 დასახლების 1,2,3,4,5,6,7 ქუჩებს, ლორთქიფანიძის N27-N 91(კენტები)N34-N44 (ლუწები).წყალმომარაგება შეუწყდათ ავარიულად ქიზიყის ქ. N 11 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების გამო 2/24/2026 01:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა: ჭიჭინაძე, მამისაშვილი, ცისკარიშვილის, ფრისის, ალექსანდრე ზაალიშვილის, გუმათჰესის, ნუგზარ საჯაიას, წარაფის, ალადასტურის, კორნელი სანაძე, ევსიტი ჟვანია, ფაღავა, რაზიკაშვილი, იდუმალის ქუჩები.ნაძალადევი, იმერეთის ქ. მე- 4 შეს. N11 თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო, 2/24/2026 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ბენდელიანის N40-100 (ლუწებსაც და კენტებსაც), ჯავის მე-5 შეს., ნესტორ გარდაფხაძის ქუჩას და 1-ლ ჩიხს. ლებოვსკის ქუჩას. გრუზინსკის, ფხოველის ქუჩას.სამგორი, მოსკოვის გამზირი. N 6 თან დაზიანების სირთულიდან გამომდინარე, წყალმომარაგების აღდგენის დრომ გადაიწია 24/02 11:00 საათამდე. წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს: მეველეს, გუდარეხის, ციხისძირის, ზურაბ მახარაშვილის, დიდგორი და წულაძის ქუჩებს, სამრეწველოს დასახლების 1 და მე-2 ქუჩას, გაბრიელ სალოსის გამზ. მე-4 შესახვევს, ქეთევან წამებულის N75-91 (კენტებს) N 98-110 (ლუწებს), მოსკოვის გამზ. N1-13 (კენტებს) 2-8 (ლუწებს), გეთიას, აბუსერიძე-ტბელის (მატროსოვის), სახალხოს და სამგორის ქუჩებს

პოლიციის ლენტი

1770748984

ავარია სამტრედიაში - არიან დაშავებულები

სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 31 და 39 წლის მამაკაცები დაშავდნენ.დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სამტრედიის „ჯეო ჰოსპიტალსში“ გადაიყვანა.მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტებს ამ წუთებში უტარდებათ შესაბამისი კვლევები, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

გაუპატიურება

1767020726

„უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი გააუპატიურეს“ - დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ

საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი გააუპატიურეს.სამართალდამცველებმა ბრალდებულები 27 დეკემბერს დააკავეს.დაკავებულთაგან ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით ( გაუპატიურება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო მეორე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გაუპატიურება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ჰაერი

1748281766

„საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება“ – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება.„26 მაისიდან საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და კასპიის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და ასევე მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე air.gov.ge "რეკომენდაციების" ველში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.