ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
1791974988
ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ალერტკარში შეიარაღებული პირი როგავების ოჯახს თავს დაესხა და ახალგაზრდა 35 წლამდე ქალი დაჭრა.
დაჭრილი ქალი რამდენიმე ჟურნალისტს თავად დაუკავშირდა, რომელმაც თქვა, რომ სადილობის დროს მას და მამამისს თავს დაესხა თოფით შეიარაღებული პირი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა.
როგორც დაზარალებული ამბობს, კაცმა ჯერ მამის მისამართით გაისროლა, ხოლო შემდეგ დანით ჭრილობა მას მიაყენა.
„ჯერ მამაჩემის მისამართით გაისროლა, თოფის წართმევა მოვახერხე და გადავუგდე, დანა ამოიღო და დამარტყა, მერე კი გაიქცა. დაჭრილი ვარ, სასწრაფო დახმარების მანქანიდან გირეკავთ“, - განაცხადა ზემი როგავამ.
შემთხვევის დროს სახლში მისი მცირეწლოვანი შვილიც იმყოფებოდა.