როდის და როგორ უნდა აიღოთ ნაძვის ხე, რომ მთელი წელი წარმატებული გქონდეთ - ექსპერტების რჩევები
1767901532
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მოკლული 48 წლის კაცი, ადგილობრივი მცხოვრები ნოდარ ასაბაშვილია.
ადგილობრივების ინფორმაციით, მას ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა კარის მეზობელმა, 51 წლის ლევან ჩიტაშვილმა მიაყენა. დაჭრილი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.
მეზობლები ჰყვებიან, რომ მოკლული და სავარაუდო დამნაშავე ერთად მუშაობდნენ და ბოლო პერიოდში დამეგობრდნენ კიდეც.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მხარეებს შორის დაპირისპირება ახალი წლის ღამეს დაიწყო, როცა ასაბაშვილი ჩიტაშვილთან დღესასწაულის მისალოცად მივიდა.
სოფელში ვარაუდობენ, რომ კონფლიქტის ძირითადი მიზეზი ეჭვიანობა და ამ ფაქტის გარშემო განვითარებული პროცესები გახდა.
დაჭრის შესახებ ლევან ჩიტაშვილმა თავადვე განაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ლევან ჩიტაშვილი ცხელ კვალზე დააკავეს.
ბრალდებული წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე მუხლით დაიწყო.