„4 დღე კომაში იყო“ – ანა მიქაძე ყვება, როგორ მოიწამლა მისი შვილი ყველით და რას ურჩევს მომხმარებლებს
1783373120
პოლონეთის პოლიციამ მინდვრიდან დიდი რაოდენობის კარტოფილის მოპარვისთვის ორი პირი დააკავა.
46 წლის მამაკაცმა პოლიციის მიმართა და განაცხადა, რომ 5-დან 11 სექტემბრის ჩათვლით მისი სასოფლო-სამეურნეო მიწებიდან დაახლოებით 2 ტონამდე კარტოფილი მოიპარეს.
გამოძიების შედეგად პოლიციამ დაადგინა, რომ დაკავებულები მოპარულ კარტოფილს ადგილობრივ ბაზარზე ყიდდნენ.
დაკავებულებმა ბრალი აღიარეს, მათ 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

