1733169705
„კრიმინალურ ავტორიტეტს“ პროკურატურამ 21 წლიანი პატიმრობა და ჯარიმის სახით მილიონი მოსთხოვა
თათარსტანის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლო ე.წ კანონიერი ქურდის რაშიდ ჯამბულსკის საქმეს განიხილავს.
ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის გახმაურებული საქმე დასკვნით ეტაპზეა, განაჩენს 10 ბრალდებული ელოდება, მათ შორის ერთი „კანონიერი ქურდია“.
საქმეზე გამოძიება წელიწადზე მეტი მიმდინარეობდა.
ადგილობრივი პროკურატურის ცნობით, საქმეზე შეგროვებული მტკიცებულებები სრულად ადასტურებს თითოეული ბრალდებულის ბრალს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ „კრიმინალური ავტორიტეტის“ რაშიდ ჯამბულსის მითითებით ჩადენილია არა ერთი დანაშაული მათ შორის, გამოძალვა და თაღლითობა.
მტკიცებულებებს თან ერთვის სასამართლოში მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებებიც.
პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, ნათქვამია, რომ ე.წ კანონიერი ქურდის მიმართ 21 წლიანი პატიმრობა და ჯარიმის სახით მილიონი რუბლი მოითხოვა.