„კრიმინალურ ავტორიტეტს“ მეტსახელად „კოლია ტომსკის“ 10 წელი და 5 თვე მიესაჯა

კანონიერი ქურდი

ტომსკის რაიონულმა სასამართლომ „კანონიერ ქურდს“ ნიკოლაი კუზმიჩევს მეტსახელად „კოლია ტომსკის“ 10 წლითა და 5 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

სასამართლომ „კრიმინალურ ავტორიტეტს“ ჯარიმის სახით 1 მილიონი რუბლის გადახდაც დააკისრა. 

„კოლია“ 2021 წლის აგვისტოში წარდგენილ ბრალდებაში ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს, თუმცა პროკურატურამ ეს გადაწყვეტილება გააუქმა. 

როგორც ცნობილია ნიკოლაი კუზმიჩევს „კრიმინალური ავტორიტეტის“ სტატუსი 2013 წელს მიანიჭეს.

ასევე დაგაინტერესებთ:

ნივთები, რომელიც საფულეში არ უნდა ჩადოთ

„ძლიერი თოვა, ზვავსაშიშროება, ნისლი და ქარბუქი...“ - ნახეთ, განახლებული ამინდის პროგნოზი

„ხვიჩა მსოფლიოში საუკეთესოა, მისი შესაძლებლობები უსასრულოა“ - ლუჩიანო სპალეტი