აშშ-ის დაზვერვა ირანის უზენაესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
1778317276
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში ცეცხლსასროლი იარაღით ქალი დაჭრეს. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ქალს საცხოვრებელ სახლში მისთვის უცნობმა პირმა დაუძახა და ცეცხლი გაუხსნა.
ორი გასროლით, დაჭრილს დაზიანებები თავისა და მუცლის არეში აქვს მიყენებული.
ქალი თავდაპირველად ლაგოდეხის სამედიცინო ცენტრში, მოგვიანებით კი, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, თბილისში გადაიყვანეს.
სოფელში ვარაუდობენ, რომ თავდამსხმელის სამიზნე დაჭრილის შვილი იყო, თუმცა შემთხვევის დროს, ის სახლში არ იმყოფებოდა.
მომხდარ ფაქტზე დაკავებულია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარში მცხოვრები მამაკაცი.„პრაიმტაიმი“ დამატებით დეტალებს არკვევს.