ფულის გამოძალვა თუ უბედური შემთხვევა - ახმეტაში 44 წლის კაცი დაჭრეს

პოლიცია

44 წლის ბექა ონიაშვილს ცეცხლნასროლი ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული. დაჭრილი კატასტროფის სამედიცინო ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ონიაშვილს ახმეტაში მცხოვრები ძმები, თიღილაურები დაუპირისპირდნენ.

ერთ-ერთი ვერსიით, ისინი ონიაშვილისათვის ფულის გამოძალვას ცდილობდნენ.

დაჭრილის ახლობლებს, მომხდარზე საუბარი არ სურთ. ისინი ამტკიცებენ, რომ ონიაშვილს იარაღი შემთხვევით გაუვარდა და თვითდაზიანება მიიყენა.

მომხდარ ფაქტზე ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების ატარებს ახმეტის პოლიციის სამმართველო, თუმცა ჯერჯერობით, დაკავებული არავინ არის.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის ორი, 120-ე და 236- ე მუხლებით დაიწყო.