მაისში ძლიერი მაგნიტური შტორმების თარიღები ცნობილია - დაიმახსოვრეთ ეს 4 დღე
1746990314
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს მაჰმუდ ადიბის შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
უწყების ხელმძღვანელმა დიპლომატს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები გააცნო.ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.თავის მხრივ მინისტრმა დიპლომატს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.