ვინ არის 8 წლის ქართველი ბიჭი, რომელსაც ნიუ იორკის მერმა ოცნება აუსრულა
1787643828
თელავში, მაისის ჰიპერტენზიის გაზომვების თვის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ჰიპერტენზიის შემსწავლელი საზოგადოების თანამშრომლობით, ქვეყნის მასშტაბით არტერიული ჰიპერტენზიის სკრინინგის კამპანიის ფარგლებში ღონისძიებები, თბილისსა და რეგიონებში ჩატარდა.
კამპანიის მთავარი მიზანი მოსახლეობაში მომატებული წნევის ადრეული გამოვლენა, ცნობიერების ამაღლება და რეგულარული გაზომვის ჩვევის დამკვიდრებაა.
საქართველო ამ გლობალურ ინიციატივას 2017 წლიდან უერთდება და 8 წლის განმავლობაში, ქვეყანაში, 65 000-ზე მეტი ადამიანია გამოკვლეული.
პროცესში აქტიურად მონაწილეობენ ოჯახისა და სოფლის ექიმებიც, რომელთაც 1 000-ზე მეტ მოქალაქეს ჩაუტარეს კონსულტაცია, თუმცა მთავარ გამოწვევად კვლავ მკურნალობის რეჟიმის ხარვეზები რჩება.
მიმდინარე წლის აგვისტოს მონაცემებით, წლევანდელი კამპანიის ფარგლებში, სკრინინგი 7 500-ზე მეტ ბენეფიციარს ჩაუტარდა, რომელთა 75%-ს ქალები, ხოლო 25%-ს კაცები შეადგენდნენ. პირველადი მონაცემებით, არტერიული ჰიპერტენზია მონაწილეთა 53.6%-ში გამოვლინდა. კამპანიის მიმდინარეობისას, ასევე დაფიქსირდა ჰიპერტონიული კრიზის 6 შემთხვევა და მწვავე კორონალური ინციდენტები, რამაც სასწრაფო დახმარებისა და ინტერვენციული კარდიოლოგიური ჩარევების აუცილებლობა წარმოშვა.
თელავში გამართულ შემაჯამებელ ღონისძიებას დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე, მოადგილე ირმა ხონელიძე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, თელავის მერიის, თელავის ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები, ექიმები, ადგილობრივები და დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ.