რომელი ვიტამინებია საჭირო იმუნიტეტის გასაძლიერებლად?

რომელი ვიტამინებია საჭირო იმუნიტეტის გასაძლიერებლად?

იმუნური სისტემა ადამიანის ორგანიზმში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და კომპლექსური მექანიზმია. მის გარეშე ვერავინ გაუძლებდა ყოველდღიურ საფრთხეებს — ბაქტერიებს, ვირუსებს, სოკოვან ინფექციებსა თუ სხვა პათოგენურ აგენტებს. თუმცა იმისათვის, რომ იმუნურმა სისტემამ გამართულად იმუშაოს, მას სათანადო მხარდაჭერა სჭირდება — განსაკუთრებით თანამედროვე ცხოვრების სტრესულ და არასტაბილურ პირობებში.
ალბათ, ხშირად გსმენიათ ფრაზა „იმუნიტეტის გაძლიერება“, რაც ორგანიზმისთვის იმ რესურსების მიწოდებას ნიშნავს, რომლებიც ორგანიზმს გარე საფრთხეების სწრაფად ამოცნობასა და საპასუხო რეაგირებაში ეხმარება. თავის მხრივ, ეს გულისხმობს როგორც იმუნური უჯრედების აქტივობის გაზრდას, ისე ლორწოვანი გარსების გამაგრებას, ანთებითი პროცესების რეგულირებასა და პათოგენებისადმი საერთო რეზისტენტობის ამაღლებას.

თავის მხრივ, ეს ყველაფერი მიიღწევა სწორი კვებით, რეგულარული ძილით, ფიზიკური აქტივობით და, რა თქმა უნდა, საჭირო ვიტამინებით.

საუკეთესო ვიტამინები იმუნიტეტის გასაძლიერებლად

რაში მჭირდება ვიტამინები და როგორ ავირჩიო ის, რაც ჩემთვის ან ჩემი შვილისთვის სწორია? ბაზარზე ბევრი პროდუქტი არსებობს, თუმცა დღეს სამი პოპულარული ვიტამინის შესახებ ვისაუბრებთ: ბენევიტალი, ადევიტის წვეთები და ცენტრუვიტის ტაბლეტები. თითოეული მათგანი განსხვავებული საჭიროებისთვისაა შექმნილი და მათი დანიშნულება კონკრეტულ ასაკობრივ ჯგუფსა თუ ცხოვრების რეჟიმზეა მორგებული.

მაგალითად, ბენევიტალი შესანიშნავი არჩევანია მათთვის, ვისაც ენერგიის დეფიციტი აწუხებს, მუდმივად დაღლილია, უსუსტდება კონცენტრაციის უნარი ან გრძნობს, რომ ორგანიზმი მეტისმეტად გამოფიტულია. ამ პრობლემების მოსაგვარებლად, „ბენევიტალი“ შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, როგორებიცაა L-კარნიტინი, არგინინი და კოენზიმ Q10 — თითოეული მათგანი უშუალოდ მონაწილეობს ენერგიის სინთეზში. ამასთან, ფოლიუმის მჟავა, თუთია და სელენი ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას, უჯრედების რეგენერაციასა და ანტიოქსიდანტურ დაცვას. 

საგულისხმოა, რომ ხშირად „ბენევიტალს“ იყენებენ სპორტსმენები, ფიზიკურად აქტიური ადამიანები და ისინი, ვინც ინტელექტუალურ შრომაშია ჩართული. მას ასევე უწოდებენ ერთგვარ „მინი-სტიმულატორს“, რომელიც შაქრის ან კოფეინის გარეშე აუმჯობესებს ადამიანის საერთო ტონუსს.

კიდევ ერთი ვიტამინი, რომელიც უნდა ვახსენოთ არის , „ცენტრუვიტის ტაბლეტები“ — ის შეიქმნა მოზრდილებისა და ასაკოვანი ადამიანებისთვის, ვისაც სურს ცხოვრების მრავალფეროვანი და დაძაბული რეჟიმის მიუხედავად, შეინარჩუნოს ბალანსი. 
ამ ტაბლეტების შემადგენლობა მართლაც შთამბეჭდავია; კერძოდ, ის აერთიანებს თითქმის ყველა აუცილებელ ვიტამინსა და მინერალს, რაც სხეულს სჭირდება ენერგიის შესანარჩუნებლად, იმუნიტეტის გასაძლიერებლად, ტვინისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხარდასაჭერად. ამ კომპლექსში B ჯგუფის ვიტამინები უზრუნველყოფს ნერვული სისტემის მუშაობასა და ნივთიერებათა ცვლას; C და E ვიტამინები ანტიოქსიდანტურ დაცვაზე არიან პასუხისმგებელნი; ხოლო D და K ვიტამინები — ძვლოვანი სისტემის სიმტკიცის. გარდა ამისა, ცენტრუვიტი შეიცავს რკინას, თუთიას, იოდს და სელენს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტრესის ფონზე, ანთებითი პროცესების პრევენციისა და ფარისებრი ჯირკვლის ჯანმრთელობისთვის.

ადევიტის წვეთები“ იდეალურია ბავშვებისთვის. მშობლებისთვის ხშირად ყველაზე მტკივნეული თემაა, როგორ უზრუნველყონ ბავშვის სწორი განვითარება — განსაკუთრებით იმ ეტაპზე, როცა ის ჯერ ვერ იღებს საკმარის ვიტამინებს საკვების გზით.

„ადევიტის წვეთები“ სწორედ ამ მიზნითაა შექმნილი. ეს არის მარტივად მისაღები პრეპარატი ჩვილებისა და პატარებისთვის, რომელიც აერთიანებს ორ უმნიშვნელოვანეს ვიტამინს: A-სა და D-ს. ადევიტის წვეთები უსაფრთხო ფორმულით მზადდება და ხშირად გვხვდება პედიატრების დანიშნულ ვიტამინურ სქემებში როგორც პროფილაქტიკისთვის, ისე მკურნალობის პროცესში.

საერთო ჯამში, ამ სამივე ვიტამინს თავისი კონკრეტული როლი აქვს: ბენევიტალი აძლიერებს სხეულის ენერგიულობასა და იმუნურ სისტემას; ადევიტი ზრუნავს ბავშვის ზრდასა და განვითარებაზე; ხოლო ცენტრუვიტი უზრუნველყოფს სრულყოფილ ვიტამინურ ბალანსს ცხოვრების აქტიური ეტაპებისთვის.  


სამივე ვიტამინის საქართველოს ბაზარზე გავრცელებას კომპანია SmartPharm უზრუნველყოფს.