რა სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა ტარხუნა - ის, რაც აქამდე არ იცოდით

ტარხუნა

ტარხუნის ფოთლები, ფესვები და ღერო შეიცავს ალკალოიდებს, კაროტინს, ფლავონოიდებსა და კუმარინებს. ამ მცენარეში გვხვდება რუტინი, ეთერზეთები, A, D, E, K ვიტამინები, ასევე, B ჯგუფის ვიტამინები და ასკორბინის მჟავა, გაჯერებული, გაუჯერებელი და პოლიგაჯერებული ცხიმ-მჟავები. 

 

  • მცენარე მდიდარია მაკროელემენტებით (მაგნიუმი, კალციუმი, ნატრიუმი, ფოსფორი) და მიკროელემენტებით (რკინა, სპილენძი, თუთია, სელენიუმი).
  • ტარხუნის ეთერზეთები, გარდა იმისა, რომ გასაოცარი არომატითა და გემოთი გამოირჩევა, სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმის ბევრი სისტემისთვისაც.
  • ადამიანს ეხმარება სტრესულ სიტუაციებთან, მოუსვენარ ძილთან, თავის ტკივილთან გამკლავებაში.
  • აქვს ეფექტური შარდმდენი და ორგანიზმის ჭიებისგან გამწმენდი თვისება. ტარხუნის ნაყენი რეკომენდებულია ართრიტის და რევმატიზმის დროს.
  • თირკმელებისა და საშარდე სისტემის დაავადებებისას ტარხუნა აწესრიგებს ამ ორგანოების მუშაობას და აქრობს ვირუსითა და ანთებით გამოწვეულ პროცესებს.
  • ტარხუნის წყალობით ნორმალიზდება არტერიული წნევა და მეტაბოლიზმი. გამხმარი ღეროები გამოიყენება სხეულიდან პარაზიტების მოსაშორებლად. ახალი ტოტები ათავისუფლებს კბილის ტკივილს.
  • ანტიოქსიდანტები ხელს უშლის ბაქტერიების გავრცელებას პირის ღრუში.
  • ტარხუნის ფოთლები გამოიყენება მენსტრუაციის დროს ტკივილის შესაჩერებლად. მცენარე ამცირებს მენსტრუალური ციკლის ხანგრძლივობას და ხელს უწყობს მის რეგულირებას.
  • შარდმდენი თვისებების გამო ის ხელს უწყობს ცისტიტის განკურნებას.
  • ტარხუნა გამოიყენება ძუძუს კიბოს პროფილაქტიკაში, რადგან ამცირებს უჯრედების მგრძნობელობას ესტროგენის მიმართ.

ანტივირუსული და ანთების საწინააღმდეგო თვისებების წყალობით, გამოიყენება რესპირატორული სისტემის მკურნალობისას: ანგინების, ბრონქიტების, ფილტვების ანთებებისა და ტუბერკულოზის დროსაც კი.

ტარხუნის გარეგანი მოხმარებაც ეფექტურია: მას იყენებენ ეგზემების, მუნის, დამწვრობების დროს.

ასევე, გამოიყენება სისხლძარღვების გასამაგრებლად და ზოგადად, კარგია სისხლის მიმოქცევის სისტემისთვის.

ტარხუნა ანტიოქსიდანტების (სელენიუმი, ასკორბინის მჟავა, A და B ვიტამინები) მადანია. სპობს ორგანიზმზე თავისუფალი რადიკალების გავლენას, ეწინააღმდეგება კანის დროზე ადრე დაბერებას, აფერხებს ორგანიზმში ონკოლოგიური წარმონაქმნების გაჩენას.

ტარხუნა შეუცვლელია დიეტური კვების მხრივაც – 100 გრამში, დაახლოებით, 25 კილოკალორიაა. გასახდომი დიეტის დროს, როგორც წესი, მარილის მიღება იზღუდება და ტარხუნა, სხვა მწვანილებთან ერთად, მის შემცვლელად გამოიყენება. ამით გვარდება „უგემური“ საკვების პრობლემა. ამ დროს მცენარე არა მხოლოდ აუმჯობესებს საკვების გემოს, არამედ ორგანიზმიდან ზედმეტი სითხეც გამოჰყავს, წმენდს ნაწლავებს პარაზიტებისგან.

პოლიგაჯერებული მჟავების მაღალი შემცველობის წყალობით, ტარხუნა აწესრიგებს ცხიმოვან და ქოლესტერინულ ცვლას, ამაღლებს იმუნიტეტს, ზრდის ორგანიზმის გამძლეობას ინფექციური და გრიპოზული დაავადებების მიმართ. იმავე მიზეზით ტარხუნის გამოყენება მნიშვნელოვანია ჰიპერტონიის მქონე ადამიანებისთვის და მათთვის, ვისაც თირკმელებში ქვები აქვთ.

დასაშვებია თუ არა ორსულობის დროს?

ტარხუნა კატეგორიულად აკრძალულია ორსულობის დროს – მიიჩნევა, რომ მას ნაყოფის მოშლის პროვოცირება შეუძლია.

რა დადებითი თვისებებით გამოირჩევა ტარხუნის მშრალი ფოთლები?

ეხმარება მეტეორიზმის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, ნაწლავების სპაზმების მკურნალობას. ბალახში არსებული ინგრედიენტები თრგუნავს თრომბოციტების დაგროვებას, რაც ხელს უშლის სისხლძარღვების ბლოკირებას. ბეტა-კაროტინი ამცირებს ათეროსკლეროზის რისკს. გამხმარი ან მწვანე ტარხუნა ხელს უწყობს თირკმელების მუშაობას.

ტარხუნის გამოყენება ბავშვებში:

  • სასარგებლოა ბავშვის ორგანიზმისთვის, ვინაიდან მას აქვს მატონიზებელი მოქმედება. მშრალი ან ახალი ფოთლებისგან მიღებული ნაყენი ზრდის იმუნიტეტს.
  • საკვებში მწვანე ტოტები ხელს უწყობს მადისა და საჭმლის მონელების გაუმჯობესებას.
  • არეგულირებს ბავშვის განავლის გამოყოფას და ნაწლავების სპაზმური მოვლენების აღმოფხვრას.
  • ეთერზეთები, რომლებიც ტარხუნას სიმწარეს ანიჭებს, ხელს უწყობს სხეულიდან ჭიების მოცილებას და ამავდროულად სასარგებლოა ვიტამინის დეფიციტის დროს.

ტარხუნა შესაძლოა, მავნე იყოს მხოლოდ დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში. ამიტომ, მისი მიღებისას ზომიერება უნდა დავიცვათ.