1774810263
რა იწვევს თმის გაჭაღარავებას ბავშვებში - პედიატრის რჩევა მშობლებს
პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში ბავშვებში ჭაღარის გაჩენასთან დაკავშირებულ სიმპტომებზე წერს და მშობლებს საყურადღებო რჩევას აძლევს.
„ჭაღარა გაუჩნდა ბავშვს, სანერვიულოა თუ არა? ბევრ მშობელს უკიდეგანო ნერვიულობა ეწყება,როდესაც შვილის თმაში ერთ ან რამდენიმე ჭაღარა ღერს შეამჩნევს...რეალობა მრავალფეროვანია. ჭაღარას „მკურნალობა“ არ არსებობს
ჩვენ ვმკურნალობთ მხოლოდ შესაძლო მიზეზს!!!მოდით, ერთად გავერკვეთ, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი. ბავშვებში თმის ნაადრევი გათეთრება (premature graying / canities) ნიშნავს, რომ
მელანინის გამომუშავება ფოლიკულში მცირდება ან წყდება.
ძირითადი მიზეზები:
გენეტიკა: ეს ყველაზე გავრცელებული მიზეზია. თუ ოჯახში ვინმეს (მშობლებს ან ბებია-ბაბუას) თმა ნაადრევად გაუთეთრდა, დიდი შანსია, ეს უბრალოდ გენეტიკური კოდი იყოს.
ვიტამინების დეფიციტი: ხშირად თმის პიგმენტაციაზე პასუხისმგებელია B12 ვიტამინი, ასევე რკინის, სპილენძისა და კალციუმის ბალანსი ორგანიზმში.
სტრესი: დიახ, ბავშვებიც განიცდიან სტრესს, რაც ზოგჯერ გავლენას ახდენს მელანინის (თმის ფერზე პასუხისმგებელი პიგმენტის) გამომუშავებაზე.
კანის მდგომარეობა: ზოგჯერ თეთრი ღერები დაკავშირებულია ისეთ მდგომარეობებთან, როგორიცაა ვიტილიგო ან ლოკალური დერმატიტი. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შეცვლა… რა კვლევები შეიძლება ჩატარდეს?
თუ თეთრი ღერების რაოდენობა მატულობს, უმჯობესია პედიატრთან კონსულტაცია, რომელიც ჩაგიტარებთ საჭირო კვლევებს.
სისხლის საერთო ანალიზი, ვიტამინებისა და მინერალების სპექტრის განსაზღვრა (განსაკუთრებით B12 და რკინა).
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების შემოწმება, რადგან ენდოკრინული სისტემა პირდაპირ კავშირშია თმის ჯანმრთელობასთან. არავითარ შემთხვევაში არ ამოგლიჯოთ თეთრი თმა! ეს არ აჩერებს პროცესს და შესაძლოა დააზიანოს თმის ფოლიკული.
ჩემო ძვირფასებო, გახსოვდეთ -ერთი თეთრი ღერი არ ცვლის თქვენი შვილის ბზინვარებას. ხშირად ეს უბრალოდ ორგანიზმის მცირე "სიგნალია", რომელსაც სწორი კვებითა და სიმშვიდით მარტივად მოვაგვარებთ. თქვენი პატარა ისეთივე განსაკუთრებულია, როგორც ყოველთვის, ეს თეთრი ღერი კი, იქნებ, უბრალოდ "სიბრძნის ნაპერწკალია"
ან კიდევ ერთი მიზეზი, რომ მას უფრო მეტად ჩაეხუტოთ! თუმცა, ნუ დავუთმობთ ასპარეზს ეჭვებს, ერთი კონსულტაცია პედიატრთან და თქვენ ზუსტად გეცოდინებათ, როგორ დაეხმაროთ თქვენს პატარას, პრევენცია სიმშვიდის გარანტია“ - წერს პედიატრი.











