მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბავშვების ხშირი ავადობის მიზეზი მხოლოდ იმუნიტეტი არაა - ეს ფაქტი ბავშვის დაბადების პირველ დღეებში არ უნდა გამოგრჩეთ

ბავშვი

პატარების ვირუსული ინფექციებით ხშირი ავადობა მშობლობის ერთ-ერთი ყველაზე რთული ეტაპია. ათასგვარი გამაჯანსაღებელი საშუალებისა, ხშირად გაუგებარი რჩება, რატომ ავადობს ვირუსებით ბავშვთა ერთი ნაწილი ხშირად, მეორე კი იშვიათად. მეცნიერებმა, როგორც იქნა, გასცეს ამ კითხვას პასუხი.

მეცნიერებმა გაარკვიეს, რა განსაზღვრავს ვირუსებით ავადობის სიხშირეს ბავშვებში.

როგორც აღმოჩნდა, თუ ახალშობილი სიცოცხლის პირველ დღეებში ვირუსული ინფექციით დაავადდა, მომავალში ხშირი გაციებების რისკი გაიზრდება. 

როგორც წესი, ვირუსული ინფექციები სიცოცხლის პირველ დღეებში და კვირებში შეუმჩნეველი რჩება, ვინაიდან ახალშობილს არანაირი სიმპტომი არ უვითარდება. თუმცა, ვირუსებთან ამ პირველ შეხვედრას ძალიან გრძელვადიანი შედეგები აქვს, რაც გარკვეულწილად გავლენას ახდენს იმუნურ სისტემაზე და მიკროორგანიზმების ჯგუფებზე, რომლებიც ბავშვის ნაზოფარინქსში ბინადრობენ -ასეთია ედინბურგის უნივერსიტეტის და უტრეხტის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მკვლევრების დასკვნა. მათი ნაშრომი ჟურნალ Nature Microbiology-ში გამოქვეყნდა. განაგრძეთ კითხვა

ასევე ნახეთ:

VIDEO: „ვერცერთ ნამღერს ვერ ვუსმენ, მაგრამ თავს მოვერიე და ბოლომდე ვუყურე...“ - მელიტა ფურცელაძე პატრიარქისთვის შესრულებულ სიმღერას გვიზიარებს

მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით... - როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

ახლაც რაღაცნაირად გული მიჩქარდება... - ნუცა ცისკარიშვილი ემოციურ ამბავს იხსენებს