1746007492
გეგმური ამბულატორიული მომსახურების სახელმწიფო დაფინანსება თვეში 1000 ლარმდე შემოსავლის მქონე პირებისთვის

გეგმური ამბულატორიული მომსახურების სახელმწიფო დაფინანსება თვეში 1000 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე პირებისთვის (მათ შორის, თვითდასაქმებულები და არარეგულარული შემოსავლის მქონენი)
🔵 100 % -ით ფინანსდება:
🔷 ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული პროფილაქტიკური აცრები
🔷 ელექტროკარდიოგრაფია
🔷 კლინიკურ-ლაბორატორიულ გამოკვლევები:
⏹ სისხლის საერთო ანალიზი
⏹ შარდის საერთო ანალიზი
⏹ გლუკოზა პერიფერიულ სისხლში
⏹ კრეატინინი
⏹ ქოლესტერინი სისხლში
⏹ შრატში ლიპიდების განსაზღვრა
⏹ განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე
⏹ პროთრომბინის დრო
⏹ ჰემოგლობინი
🔷 სრულად ფინანსდება, ექიმის მიერ დანიშნული, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული, ეპილეფსიისა და პარკინსონის ქრონიკული მედიკამენტები
🔵 70 % - ით ფინანსდება:
🔷 კლინიკურ-ლაბორატორიულ გამოკვლევები:
⏹ ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST)
⏹ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური სინჯი (TSH)
🔷ექიმ - სპეციალისტების მომსახურება:
⏹ ენდოკრინოლოგი
⏹ გინეკოლოგი
⏹ უროლოგი
⏹ ოფთალმოლოგი
⏹ ნევროლოგი
⏹ კარდიოლოგი
⏹ ოტორინოლარინგოლოგი
⏹ ქირურგი
🔷 ინსტრუმენტული გამოკვლევები:
⏹ საჭმლის მომნელებელი სისტემის ექოსკოპია
⏹ შარდ-სასქესო სისტემისა და მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ექოსკოპია
⏹ გულმკერდის რენტგენოსკოპია/რენტგენოგრაფია
⏹ ძვლების რენტგენოგრაფია
🔵 გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად:
🔷 საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაში ჩართული პირი რეგისტრირებული უნდა იყოს მის მიერ შერჩეულ ნებისმიერ პირველადი ჯანდაცვის ცენტრში/პოლიკლინიკაში
🔷 მიმართეთ ოჯახის/სოფლის ექიმს. აღნიშნული სამედიცინო სერვისის მისაღებად, მისი დანიშნულება აუცილებელია
🔵 ვმართოთ ჯანმრთელობა ერთად!