გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა - ბოლო კვირის კოვიდსტატისტიკა

კორონავირუსი საქართველო

წინა კვირისგან განსხვავებით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ მოიმატა. 10-17 ივლისის ჩათვლით, ქვეყანაში ვირუსს 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

გასულ კვირას, 4 ივლისიდან 10 ივლისის პერიოდში,  გარდაიცვალა 3, ხოლო 13 ივნისიდან 19 ივნისის ჩათვლით პერიოდში, 1 პაციენტია გარდაცვლილი.

საქართველო ვირუსის მეშვიდე ტალღისთვის ემზადება. სპეციალისტების პროგნოზით, შემთხვევების მკვეთრი მატება ოქტომბერ-ნოემბრის პერიოდშია მოსალოდნელი.