1733169705
DRG-ის ჩვენთან დანერგვის შემდეგ, ძალიან ბევრი შეფასება გაკეთდა და ყველა აღფრთოვანებულია იმ წარმატებული შედეგებით, რასაც საქართველომ მოკლე დროში მიაღწია - ზურაბ აზარაშვილი
„DRG მოდელი შეაფასა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ და ყველა აღფრთოვანებული და გაკვირვებულია იმ შედეგებით და წარმატებით, რასაც ჩვენმა ქვეყანამ ამ მოკლე პერიოდში მიაღწია“,-აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.
უწყების ხელმძღვანელმა DRG სისტემის ამოქმედებიდან 1 წელი შეაჯამა და აღნიშნა, რომ ქვეყანამ, ამ მიმართულებით, მნიშვნელოვან პროგრესსა და წარმატებებს მიაღწია.
„საქართველოში DRG-ის დანერგვის შემდეგ დამოუკიდებელი და საერთაშორისო ექსპერტების მიერ ძალიან ბევრი შეფასებები გაკეთდა. DRG მოდელი შეაფასა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ და ყველა აღფრთოვანებული და გაკვირვებულია იმ შედეგებით და წარმატებით, რასაც ჩვენმა ქვეყანამ ამ მოკლე პერიოდში მიაღწია.
ფასწარმოქმნა, მეთოდოლოგია და სხვა საკითხები, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო იყენებს ჩვენ მოგონილი არაა. ეს საერთაშორისო, კარგად აპრობირებული გადახდის სისტემებია და ზუსტად იმავეს გადმოტანა მოვახდინეთსაქართველოში. არის მაღალტექნოლოგიური ოპერაციები, რომლებიც ძალიან ძვირად ღირებულია.ზოგიერთ შემთხვევაში სახელმწიფო 15,20, 25 ათას ლარს იხდის. ჩვენ 1 წლის თავზე ვხედავთ რომ სისტემა ძალიან წარმატებულია. სახელმწიფო ხარისხის ხარჯზე არანაირ დაზოგვას არ აკეთებს, ჩვენი მთავარი მიზანია, რომმოქალაქეებს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება მიეწოდოს და ამ ყველაფერში ადეკვატური ტარიფები გადავიხადოთ“,-განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.