ახალი სასწავლო წლის კალენდარი ცნობილია
1785873959
90-იანი წლების ბოლოსა და 2000-იანი წლების დასაწყისში რუსთავში მომხდარმა სერიულმა მკვლელობებმა მთელი საქართველო შეძრა. წლების შემდეგ, გადაცემაში „საქართველოს დაბადება“, ამ საქმის ერთ-ერთმა გამომძიებელმა, შალვა ნიქაბაძემ, გამოძიების აქამდე უცნობ დეტალებზე ისაუბრა.
მისი თქმით, ფრიადონ პირტახიას დაკავებისა და აღიარებითი ჩვენების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე შოკისმომგვრელი აღმოჩნდა მეზობლების ჩვენებები.
როგორც ნიქაბაძე იხსენებს, რუსთავში პირტახიას ყველა ერთნაირად ახასიათებდა – როგორც წყნარ, წესიერ და პატიოსან ადამიანს.
„მეზობლების დაკითხვა იყო ყველაზე დიდი შოკი. ყველა ერთსა და იმავეს ამბობდა – ასეთი წესიერი, მშვიდი და პატიოსანი ადამიანი ჩვენს უბანში არ დადიოდა. როცა სადმე მივდიოდით, პატარა შვილებსაც მას ვუტოვებდით, ყურადღება მიაქციეო. ძირითადად ეზოში იჯდა, ბავშვები მის გარშემო თამაშობდნენ და ვერავის წარმოედგინა, რომ სწორედ ის შეიძლებოდა ასეთი სასტიკი დანაშაულების ჩამდენი ყოფილიყო,“ – ამბობს ყოფილი გამომძიებელი.
მისივე განმარტებით, მსგავსი ქცევა სერიული მკვლელებისთვის დამახასიათებელი ფსიქოლოგიური ნიშანია – საზოგადოებაში ისინი ხშირად კეთილ, საიმედო და კანონმორჩილ ადამიანებად აღიქმებიან, რაც მათზე ეჭვის მიტანას კიდევ უფრო ართულებს.
„მანიაკი აღნაგობით სუსტი იყო და მსხვერპლს იმ ნიშნით არჩევდა, რომელიც ადვილად დასამორჩილებელი იყო. ჰქონდა ფიზიკური ნაკლიც - კოჭლობდა. როგორც გვითხრა, მას არ ჰქონდა საშუალება, სექსუალური მოთხოვნილება მეძავებთან დაეკმაყოფილებინა და ამიტომ მსხვერპლთან ძალის გამოყენებით ამყარებდა სქესობრივ კავშირს. კითხვაზე, რა სიამოვნებას იღებდა მკვლელობის დროს, გვიპასუხა, არავითარ სიამოვნებას არ ვიღებდი, უბრალოდ, ნებით არავინ მიწვებოდა, ვიცოდი, დანაშაულს ჩავდიოდი და დამიჭერდნენ, ამიტომაც მოწმეს ვიცილებდიო.
შალვა ნიქაბაძის თქმით, გამოძიების მიერ შეგროვებულმა მტკიცებულებებმა, მათ შორის ამოღებულმა ნივთმტკიცებებმა და პირტახიას ჩვენებებმა, დაადასტურა, რომ სწორედ ის იყო რუსთავში მომხდარი გახმაურებული სერიული მკვლელობების მთავარი ფიგურა.
თუმცა, ბრალის ოფიციალურად წარდგენა ვერ მოხერხდა, რადგან დაკავებიდან მალევე მან საპატიმროში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ახალი სასწავლო წლის კალენდარი ცნობილია
1785873959