„შეხედავ და თითქოს ჩვეულებრივი ტყავის ქამარია, მაგრამ... “ - ტაძარი, სადაც მამა გაბრიელის სარტყელი სასწაულებს ახდენს

დედა ნატალია

საქართველოს მეოხი წმინდა მამის, მამა გაბრიელის სახელს ბევრი სასწაული და წინასწარმეტყველება უკავშირდება. ჩვენი დროის უდიდესი ქართველი წმინდანის შესახებ "პრაიმტაიმი", დროდადრო, არაერთ სტატიას გთავაზობთ.

გაეცანით ტაძარს, სადაც დავანებული სიწმინდეები სასწაულებს ახდენს. ეს არის მამა გაბრიელის სახელზე აგებული პირველი ტაძარი საქართველოში და მის შესახებ ბევრმა სწორედ ჩვენი სტატიიდან შეიტყო.

ტაძარი, სადაც დედა ნატალია მოღვაწეობს, ღირსი მამა გაბრიელის სახელობის დედათა მონასტერია. ციხისჯვრის ამ პატარა, მაგრამ სასწაულების მომვლინებელი ტაძრის შესახებ, სადაც მამა გაბრიელის ნაქონი სარტყელი ინახება და რწმენით სავსე სურვილებს ასრულებს, ჩვენ ადრეც ვწერდით.

აქ მოსული ყველა ადამიანი, რწმენას მამა გაბრიელის სარტყელთან მიჰყავს. იმედი რწმენას ეჭიდება, გული -  მადლით ივსება...

შეხედავ და თითქოს ჩვეულებრივი ტყავის ქამარია, ჩვენი ბაბუები რომ ატარებდნენ, ისეთი. მაგრამ რომ წარმოიდგენ, მას მამა გაბრიელი ატარებდა, ლოცვის დროს მიწიდან აწეული, სალოსი, წინასწარმეტყველი და ჩვენი დროის დიდი წმინდანი, მაშინვე უკუაგდებ პირველ შთაბეჭდილებას და იწყებ მობილიზებას, რომ არ დაგავიწყდეს, რისი თხოვნა გინდოდა...განაგრძეთ კითხვა