როგორ გამოიყურება და რას საქმიანობს ახლა „იზაურა“

იზაურა

1976 წელს ეკრანებზე გამოვიდა სერიალი "მონა იზაურა". სერიალის მთავარმა გმირმა მალევე დაიპყრო მაყურებლების გულები.

ბრაზილიელი მსახიობი ლუსელია სანტოსი ამ დროიდან შეიყვარეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. 

იზაურა – ლუსენია სანტუსის პირველი როლი იყო კინოში. გადაღებების დროს ის 19 წლის იყო. კინოეკრანებზე სერიალის გამოჩენის შემდეჰ სანტუსი ბევრ ფილმში გადაიღეს, ამასთან, იგი ორი დოკუმენტური ფილმის რეჟისორი და სცენარისტია. ლუსენია წარმატებული ბუდისტი ქალია.

ჯერ კიდევ დამწყები მსახიობი სერიალში მთავარ როლს ასრულებდა - იზაურა საკუთარი თავისუფლებისა და სიყვარულისთვის იბრძოდა.

პირველი ბრაზილიური სერიალი, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნების მაყურებელმა იხილა „მონა იზაურაა.“ სერიალს ყველა ასაკის ადამიანი უყურებდა და გულშემატკივრობდა.

1980 წელს 23 წლის მსახიობმა იმიჯის შესაცვლელად ბრაზილიური "ფლეიბოისთვის" შიშველმა იპოზიორა

სანტუსს ჰყავს შვილი - პედრო, რომელიც დედის კვალს გაჰყვა და მსახიობი გამოვიდა. ქმარს კი 20-წლიანი ქორწინების შემდეგ გაშორდა.

სანტუსი ხშირად მოგზაურობს, დაკავებულია იოგით და გატაცებულია ბუდისტური კულტურით.