"მეტალის საგანი ჩაარტყეს და წყალში გადააგდეს..." - 14 წლის გოგოს მკვლელობა, რომელიც 4 წლის ბავშვის ჩვენებამ გახსნა

კეროლაინის საქმე

30 წლის წინ მომხდარი მკვლელობა 4 წლის ბავშვის 5 სიტყვიანი ჩვენებით გაიხსნა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

4 წლის ბავშვის კადრები BBC-ის დოკუმენტური ფილმის „მკვლელობის სასამართლო პროცესი: გოგონა მდინარეში“ ფარგლებში აჩვენეს. BBC-ის ეს პროექტი  სხვადასხვა მკვლელობის სასამართლო პროცესებს ასახავს. 

კეროლაინ გლეჩენის ცხედარი შოტლანდიაში,  მდინარის ნაპირზე 1996 წლის 25 აგვისტოს იპოვეს. გოგონა 14 წლის იყო. 

ჩვენება, რომელმაც 30 წლის წინ მომხდარი მკვლელობის საქმე გახსნა - 4 წლის არჩი უილსონს ეკუთვნის.

მართალია, უილსონი პოლიციამ კეროლაინის მკვლელობის შემდეგ მალევე გამოიკითხა.თუმცა, მაშინ ბავშვის ჩვენება, მისივე ასაკის გამო, არასაკმარისად მიიჩნიეს. 

პოლიციამ საქმე 2019 წელს თავიდან გახსნა და ჩვენებებიც თავიდან გააანალიზა. 

არჩი უილსონი კეროლაინის მკვლელობის დროს ძიძასთან, ენდრიუ კელისთან ერთად იმყოფებოდა. 

როგორც მოგვიანებით გაირკვა, 1996 წლის 25 აგვისტოს, მეგობრებთან შესახვედრად წასულმა ენდრიუმ სახლიდან გასვლისას, არჩიც თან წაიყვანა, რის გამოც არასრულწლოვანი კეროლაინის მკვლელობის თვითმხილველი გახდა. 

გამომძიებლის კითხვაზე, თუ ვინ მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა კეროლაინს, არჩიმ ასე უპასუხა: „რობიმ მეტალის ჯოხი ჩაარტყა კეროლაინს".

„ეს რომ დავინახე, თვალები დავხუჭე.  მას მეტალის საგანი მოხვდა თვალში - შემდეგ კი წყალში ჩააგდეს",- დასძინა მოგვიანებით არჩიმ. 

პოლიციის თქმით, გოგონას ზუსტად ისე ჰქონდა მიყენებული სასიკვდილო ჭრილობა, როგორც ამას 4 წლის არჩი აღწერდა.  ამიტომ, არჩის ჩვენება სასამართლომ მტკიცებულებად აღიარა. 

აღმოჩნდა, რომ რობერტ (იგივე რობი) ო'ბრაიენი კეროლაინსა და მის თანაკლასელს დონა მარიე ბრენდის ხვდებოდა.  მათი საერთო მეგობარი იყო არჩის ძიძა, ენდრიუც.. 

2023 წელს ჩატარებულმა სასამართლო პროცესმა კეროლაინის მკვლელებად 3 ადამიანი - რობერტ ო'ბრაიენი, დონა მარიე ბრენდი და ენდიური კელი დაასახელა.  ო'ბრაიენს 22 წელი, კელისა  ბრენდის კი თავისუფლების 18 წლით აღკვეთა მიუსაჯეს.