ვრცელდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება
1750146090
ალაბამელი მამაკაცის, 44 წლის ჯეიმს უილსონის მიერ ცხოველის მიმართ გამოჩენილმა სისასტიკემ მსოფლიო შეძრა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ჯეიმსმა ჩიუაუა ცხელ ღუმელში შესვა, ღუმლის კართან კი სკამი მიადგა, რათა ძაღლს გაქცევა ვერ მოეხერხებინა.
ჯეიმსის თქმით, ის ძალიან ხმამაღლა და განუწყვეტლივ ყეფდა და ასე იმიტომ მოიქცა.
მამაკაცმა ლეკვი ღუმელში შესვა, ღუმელი ჩართო და შემდეგ კართან სკამი დადო, რათა ძაღლი არ გაქცეულიყო.
ადგილზე პოლიცია მეზობლებმა მას შემდეგ გამოიძახეს, რაც სახლიდან საშინელი ყვირილის ხმა გაიგეს.
„როდესაც ადგილზე მივედი, ენა ჩამივარდა. ვუყურებდი მომხდარს და წარმოდგენა არ მქონდა, როგორ უნდა ამეყვანა თავი ხელში",- ამბობს სერჟანტი, მკმანი.