ირანის შაჰის მემკვიდრე საგანგებო მიმართვას ავრცელებს
1750186347
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ ნეიტრალური სტატუსი მისი ქვეყნისთვის სასარგებლო იქნებოდა ამჟამინდელი საერთაშორისო სიტუაციის პირობებში.
ფიცოს თქმით, მას აქვს განცდა, რომ „მსოფლიო იცვლება“.
„გეტყვით, რომ შეიარაღების ამ უაზრო დროში, როდესაც სამხედრო კომპანიები სარგებელს იღებენ ისევე, როგორც ფარმაცევტულმა კომპანიებმა „კოვიდის“ დროს ნახეს, ნეიტრალიტეტი სლოვაკეთისთვის კარგი იქნებოდა“, – განაცხადა ფიცომ.
მისი თქმით, ნეიტრალიტეტის საკითხი მან უკვე წამოჭრა ოფიციალურად და გარკვევით, თუმცა ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ მასზე არ არის დამოკიდებული.
ყველაზე ძლიერი ოპოზიციური ძალის, „პროგრესული სლოვაკეთის“ ლიდერმა, მიხაილ შიმეჩკამ ფიცოს სიტყვებს სკანდალური უწოდა და თქვა, რომ ფიცოს ქვეყნის ჩრდილოატლანტიკური ალიანსიდან გამოყვანის სურვილი აქვს.
„რობერტ ფიცო ნეიტრალიტეტზე ოცნებობს. ის, ფაქტობრივად, ეჭვქვეშ აყენებს ჩვენს წევრობას ნატო-ში, რაც ჩვენი უსაფრთხოების საფუძველია. ეს ანადგურებს სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკას და ხელს უწყობს პუტინს“, – განაცხადა შიმეჩკამ.