1746007492
„...ჯერ მოკლა, შემდეგ გული ამოაცალა და კარტოფილთან ერთად მოხარშა" - დანაშაული, რომელმაც მსოფლიო შეძრა

44 წლის ლაურენს პოლ ანდერსონის მიერ ჩადენილმა სასტიკმა დანაშაულმა მსოფლიო შეძრა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ლაურენსმა 41 წლის ქალი, სახელად ანდრეა მოკლა. შემდეგ ქალს გული ამოაცალა და კარტოფილთან ერთად მოხარშა. როგორც ლაურენსმა განაცხადა, უნდოდა მომზადებული „კერძით" ოჯახი გამოეკვება და „დემონები გამოენთავისუფლებინა". თუმცა ის მხოლოდ ამას არ დასჯერებია. ანდერსონი მოგვიანებით საკუთარ ბიძასა და 4 წლის ბიძაშვილს დაესხა თავს.
ლაურენსი პოლიციამ დააკავა.