ჯარიმა 5 000 ლარი იქნება... - საყურადღებო ინფორმაცია, რომელიც უნდა იცოდეთ
1733773711
14 ჯორჯ სტინი უმცროსი ყველაზე ახალგაზრდა ადამიანია, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში სიკვდილით დასაჯეს. ის სამხრეთ კაროლინაში ცხოვრობდა, სადაც თეთრკანიანებსა და შავკანიანებს რკინიგზის ლიანდაგები აშორებდა. მისი ოჯახი მოკრძალებულად ცხოვრობდა, თუმცა იძულებულნი გახდნენ ქალაქი დაეტოვებინათ, როდესაც ბიჭი ორი თეთრკანიანი გოგონას მკვლელობაში დაადანაშაულეს.
სტინის დამნაშავედ ცნობისთვის თეთრკანიანებისგან შემდგარ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სულ რაღაც 10 წუთი დასჭირდა, თუმცა, 70 წლის შემდეგ, დამტკიცდა, რომ ბიჭი ნამდვილად უდანაშაულო გახლდათ.
1944 წლის 23 მარტს 11 წლის ბეტი ჯუნ ბინიკერი და 7 წლის მერი ემა ტეიმსი ველოსიპედით სეირნობდნენ, როდესაც ჯორჯ სტინი და მისი უმცროსი და დაინახეს. გოგონებმა მათ ჰკითხეს, თუ სად შეეძლოთ ყვავილების პოვნა. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ეს იყო ბოლო შემთხვევა, როდესაც გოგონები ცოცხლები ნახეს.
ბინიკერი და ტეიმსი იმ დღეს სახლში არ დაბრუნებულან. ქალაქის მოსახლეობა, მათ შორის ჯორჯის მამაც გოგონების მოსაძებნად გაერთიანდა. მეორე დღეს კი მათი ცხედრები აღმოაჩინეს. ორივე გოგონას აღენიშნებოდა თავის არაერთი დაზიანება. ექიმმა დაასკვნა, რომ მათ ტრავმები "ჩაქუჩის თავის ზომის მრგვალი ინსტრუმენტით" მიაყენეს.
ქალაქში გავრცელდა ჭორი, რომ გოგონებმა ჯოჯრთან საუბრის შემდეგ ერთ-ერთ სახლში შეიარეს, რომელიც თეთრკანიან ოჯახს ეკუთვნოდა, თუმცა, აღნიშნული არ დადასტურებულა. მოგვიანებით კი ცხადი გახდა, რომ პოლიცია თეთრკანიან მკვლელს არ ეძებდა.
როდესაც სამართალდამცველებმა მოწმისგან შეიტყვეს, რომ ბინიკერი და ტეიმსი სტინისთან საუბრისას დაინახეს, მათ დაუყოვნებლივ მიაკითხეს ჯორჯის სახლს, ბიჭს ხელბორკილები დაადეს და განყოფილებაში წაიყვანეს, სადაც მას საათობით კითხავდნენ მშობლების, ადვოკატისა თუ მოწმეების გარეშე.
პოლიცია ამტკიცებდა, რომ ჯორჯ სტინნი უმცროსმა გოგონები იმის გამო მოკლა, რომ მას ერთ-ერთ მათგანთან სქესობრივი კავშირის დამყარება სურდა, თუმცა გეგმა ჩაეშალა.
ოფიცერი ჰ.ს ნიუმენი ხელნაწერ განცხადებაში წერდა, რომ ბიჭმა დანაშაული აღიარა და მკვლელობის იარაღის ადგილსამყოფელიც გაამხილა. ყველაფერთან ერთად, კაცი ჯორჯის ადგილსამყოფელს არ ამხელდა, შესაბამისად მშობლებმაც კი არ იცოდნენ თუ სად იმყოფებოდა ის. იმ დროს 14 წელი პასუხისმგებლობის ასაკად ითვლებოდა და ქალაქშიც მალე გავრცელდა ჭორი ბიჭის ლინჩის წესით დასჯის შესახებ.
გოგონების გარდაცვალებიდან ერთი თვის შემდეგ, ჯორჯ სტინი უნცროსის სასამართლო პროცესი დაიწყო. ბიჭის სახაზინო ადვოკატმა ჩარლზ პლოუდენმა კლიენტის დასაცავად თითქმის არაფერი გააკეთა. ორსაათიან სასამართლო პროცესზე მას არც მოწმეები გამოუძახებია და არც მტკიცებულებები წარმოუდგენია. სტინის წინააღმდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება მისი სავარაუდო აღიარება იყო, რომლის ჩანაწერიც უბრალოდ არ არსებობდა.
თეთრკანიანმა ნაფიცმა მსაჯულებმა 10 წუთზე ნაკლებ დროში მიიღეს გადაწყვეტილება და სტინი დამნაშავედ ცნეს. 1944 წლის 24 აპრილს 14 წლის მოზარდს ელექტროსკამით სიკვდილი მიესაჯა.
ჯორჯის სიკვდილით დასჯას არაერთი პროტესტი მოჰყვა. სამხრეთ კაროლინაში მინისტრები გაერთიანდნენ და გუბერნატორს ბიჭის შეწყალების შუამდგომლობით მიმართეს, რაც მან არ დააკმაყოფილა.
1944 წლის 16 ივნისს ჯორჯ სტინი უმცროსი სააღსრულებო პალატაში ბიბლიით ხელში შევიდა. იმ დროისთვის მოზარდი სულ რაღაც 43 კილოგრამს იწონიდა. ბიჭი ზრდასრულებისთვის განკუთვნილ ელექტრო სკამზე დააბეს. ის იმდენად პატარა იყო, რომ ელექტრიკოსს მისთვის ელექტროიდის მორგება გაურთულდა, ნიღაბი კი ძალიან დიდი ჰქონდა. ნახეთ სრულად