10-11 წლის ვიყავი, როცა ნასვამმა მამამ ჩემთან დაძინება გადაწყვიტა… – შემზარავი ისტორია

ძალადობა ბავშვზე

პროექტის „დამიცავი, პატარა ვარ“ ფარგლებში, სოციალურ ქსელში მორიგი ისტორია ქვეყნებს. ამბავი ეხება 11 წლის ბავშვს, რომელზე მამა სექსუალურად ძალადობდა.

გთავაზობთ ისტორიას (სტილი დაცულია)

„გამარჯობა. ახლა უკვე დიდი ვარ და ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ჩემ ბავშვობას სხვებსაც გავუზიარებ. პირველ რიგში მინდა, რომ ეს ისტორია მშობლებმა წაიკითხოთ!

დაახლოებით 10-11 წლის ვიყავი, როდესაც ნასვამმა მამაჩემმა ჩემთან დაძინება გადაწყვიტა, უფრო სწორი იქნება, თუკი ვიტყვი, რომ დედამ თავი აარიდა მას და იძულებული გახადა, ჩემ გვერდით დაეძინა.

ამ ასაკში ვერც კი ვაცნობიერებდი ეს რამდენად საშინელი რამ იყო და როგორი უხერხული. როგორც იქნა გამბედაობა მოვიკრიბე და იატაკზე დავწექი, რადგან სხვა გამოსავალს ვერ ვხედავდი. ამის შემდეგ, კვლავ სცადა იმავეს განმეორება, მაშინ, როდესაც მეძინა და მისი ეს ქმედება მხდიდა იძულებულს, რომ ყოველ ჯერზე ფხიზლად ვყოფილიყავი.

ყოველი დალევის შემდეგ ჩემთან სიახლოვე სურდა, არც კი ერიდებოდა, ისე უტიფრად მკიდებდა ხელს მკერდზე. ამაზრზენი და ამორალურია მისი ეს ქცევა! დღემდე მეზიზღება და არ ვაპატიებ. არც კი შემიძლია მივიდე და ხელი გავუწოდო, ან დაველაპარაკო, მისი სახის დანახვაც კი არ მსურს. როდესაც გავიზარდე და უკეთ გავაცნობიერე მისი ეს ქცევა, გული მწყდება, რომ ერთი ადამიანის ასეთი გულის ამრევი ქცევის გამო, მე გათხოვებაზე ფიქრიც კი არ მინდა, რადგან მეშინია, ჩემ გოგონასაც იმავეს გადატანა არ მოუწიოს. თითქოს, ნდობა მაქვს დაკარგული მამრობითი სქესის ყველა წარმომადგენლისადმი, საკუთარი მამის გამო.

და ბოლოს, გთხოვთ, მშობლებო! ბავშვებს მოუსმინეთ, დედებო, თქვენ განსაკუთრებით, მორიდების გამო რომ ვერ გესაუბრებიან შვილები და თავის გულისტკივილს ვერ გიზიარებენ, გთხოვთ, უფრო მეგობრული და თბილი დამოკიდებულება გქონდეთ მათთან, რომ თავისუფლად შეძლონ ხმის ამოღება.

მამებო, თქვენ კი ნუ იქნებით ასეთი ამაზრზენი მამაკაცები, რადგან, ქალიშვილებისთვის მამა განსაკუთრებული უნდა იყოს, თქვენ ხომ ის მამაკაცი ხართ, რომლის მსგავსი ქმარიც უნდა ინატრონ თქვენმა ქალიშვილებმა! ნუ დაუმახინჯებთ ბავშვებს ფსიქიკას, ნუ შეავიწროებთ და ნუ გაუხდით წარსულსა და მომავალს, ერთნაირად ჯოჯოხეთურს!“,- ნათქვამია ისტორიაში.

პროექტი „დამიცავი, პატარა ვარ“ შექმნილია ბავშვებზე სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის მიზნით, ორგანიზაცია „საფარის“ მიერ, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით.

ყურადღება: გვერდზე გამოქვეყნებული მედიაკონტენტი, შესაძლოა, არ ასახავდეს მხარდამჭერის პოზიციას. შესაბამისად, ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში არ არის პასუხისმგებელი მის შინაარსზე.

ასევე დაგაინტერესებთ:

VIDEO: ადიდებულმა მდინარემ ავტომობილი გაიტაცა, რომელშიც კაცი იმყოფებოდა - გადარჩენის ემოციური კადრები (უცხოეთი)

VIDEO: ავარიის შოკისმომგვრელი კადრები ვრცელდება - „დედა, რა ვქენი?! ყველა ხომ ხართ კარგად?“

ფონიჭალიდან გატაცებული 7 წლის ბიჭის მკვლელის ჩვენება - საქმე, რომელმაც თბილისი შეძრა

„აჩიკო თავისი ფეხით მივიდა საავადმყოფოში...“ – რესტორანში მომხდარი ტრაგედია, რომელმაც 2005 წელს თბილისი შეძრა

მამამ 2 თვის შვილს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. გოგონა გადარჩა და… – ისტორია, რომელმაც მსოფლიო შეძრა

„ცხედრები სახლის ეზოში დააბეტონეს“ - სიმამრის მიერ შეკვეთილი სიძის მკვლელობა და გიორგი ყუფარაძის სასტიკი დანაშაულები, რომელზედაც დღესაც ლაპარაკობენ