1733169705
ვის გაუმართლებს 2024 წელს - მიხეილ ცაგარელის პროგნოზი
ჩინური ზოდიაქო, ჩინური კულტურის განუყოფელი ნაწილი, ყოველწლიურად ასოცირდება ზოდიაქოს თორმეტი ცხოველიდან ერთ-ერთთან: ვირთხა, ხარი, ვეფხვი, კურდღელი, დრაკონი, გველი, ცხენი, თხა, მაიმუნი, მამალი, ძაღლი და ღორი.
ჩინური ახალი წელი 2024-ში აღნიშნავს დრაკონის წლის დასაწყისს, რომელიც 2024 წლის 10 თებერვლიდან 2025 წლის 28 იანვრამდე გაგრძელდება.
დრაკონი ჩინურ ასტროლოგიაში პატივსაცემი სიმბოლოა - ცნობილია თავისი ძალით, სიბრძნითა და წარმატებით. 2024 წლის ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით, გამონაკლისი არც მომავალი დრაკონის წელი იქნება - ის ტრანსფორმაციის, ზრდისა და სიმრავლის წლად ითვლება.
ვის გაუმართლებს 2024 წელს?
"მომავალ წელს ორი ფავორიტი გვყავს და ერთ-ერთია კურო, რომელიც ივნისის შუა რიცხვებამდე იქნება ფავორიტი, ივნისის შუა რიცხვებიდან კი ტყუპები. მოემზადეთ, ეს ორი ნიშანია მთავარი ფავორიტი. პირველი ნახევარი მისთვის მნიშვნელოვანია კომპლექსების და შეზღუდვების მოხსნისთვის. ამ პერიოდში მთავარი საკითხია ის, რომ კარგი დროა გამრავლებისთვის. საზოგადოებრივი აღიარების საშუალება ეძლევა. მეორე ნახევარში კი კარგი პერიოდია ფინანსური პრობლემების მოგვარებისთვის" - თქვა ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა "პოს TV"-ის ეთერში.
ასევე ნახეთ:
რა უნდა გქონდეთ 2024 წლის საახალწლო სუფრაზე - როგორ დახვდეთ დრაკონის წელს
ნახეთ, როგორი ამინდი იქნება ზამთრის პირველ დღეს საქართველოში