საშობაო საჩუქრების გამო დაწყებული კამათი ტრაგედიით დასრულდა - (უცხოეთი)

საჩუქრები

აშშ-ში, ტენესის შტატის მცხოვრები ქმარს შვილების საშობაო საჩუქრების გამო წაეკამათა, რაც სიცოცხლის ფასად დაუჯდა. ამის შესახებ ტელეკომპანია Fox News იტყობინება.

14 ნოემბერს ქალაქ როსვილის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში პოლიცია სროლის შესახებ შეტყობინების საფუძველზე გამოიძახეს. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს 33 წლის ჯინ მაკკოლ ალენი დახვდათ, რომელიც მეუღლის, ბონი ლაშეი ალენის გადარჩენას ცდილობდა. ქალს თავის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ალენმა პოლიციელებს პისტოლეტი თავად გადასცა და აღიარა, რომ ცოლს ესროლა. მისი თქმით, კამათი ბავშვებისთვის მის მიერ გამოწერილ საშობაო საჩუქრებს მოჰყვა. ქალი უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ მიტანის სერვისი ზედმეტად ძვირი დაჯდა, თავად საჩუქრები კი უხარისხო იყო. საბოლოოდ ალენმა, რომელსაც, საკუთარი აღიარებით, მანამდე ოთხი ბოთლი ლუდი ჰქონდა დალეული, ცოლს ესროლა. მამაკაცი დაკავებულია და მას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე უარი ეთქვა. ნათესავებმა წყვილის შვილების დასახმარებლად თანხის შეგროვება დაიწყეს.

✕