წესი, რომელიც 26 სექტემბრისთვის უნდა გაითვალისწინოთ - როგორ იმოქმედებს ახალმთვარეობა თითოეულ ჩვენგანზე

ახალი მთვარე

26 სექტემბერს სასწორის ნიშანში ახალი მთვარე იქნება. ახალი მთვარე, როგორც წესი, ადამიანებს არსებული დაბრკოლებებისგან ათავისუფლებს და განახლებული იდეებისა და მიზნების განხორციელებისკენ უბიძგებს. 

რა არის აკრძალული?

26 სექტემბერს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაემორჩილოთ ემოციებს და სხვა ადამიანების გრძნობებით მანიპულირება არ უნდა გადაწყვიტოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა იმაზე დიდ კონფლიქტს წააწყდეთ, ვიდრე სხვა სიტუაციაში. შეეცადეთ, თქვენი თითოეული გადაწყვეტილება კარგად აწონ-დაწონოთ. არ გამოიტანოთ ნაჩქარევი დასკვნები და ნუ განსჯით ადამიანებს უმიზეზოდ.

ახალი მთვარის პერიოდში კამათი არ წამოიწყოთ. ასტროლოგების თქმით, ნებისმიერი ასეთი წამოწყება შესაძლოა სერიოზულ ჩხუბში გადაიზარდოს და ვერც სასურველ შედეგს მიაღწიოთ. ამ დღეს დაწყებული კონფლიქტით შესაძლოა სამუდამოდ დაკარგოთ მეგობარი, ახლობელი ადამიანი თუ პარტნიორი.

ნუ დაივიწყებთ დასვენებას. თუ სპორტით ხართ დაკავებულნი, ამ დღეს ზედმეტ ფიზიკურ დატვირთვას მოერიდეთ. არ წახვიდეთ ხანგრძლივ მოგზაურობებსა და მივლინებებში, რადგანაც შესაძლოა ის ვერ მიიღოთ, რასაც გეგმავდით.