„წელს იღბლის ფავორიტები ხართ...“ - ვის უმზადებს ვარსკვლავები თავბრუდამხვევ წარმატებას

ფული ზოდიაქო

2024 წელს ასტროლოგები ცვლილებების წელსაც უწოდებენ… ბედი გაუღიმებთ მათ, ვისაც არ ეშინია სიახლის, აქვს დროის კარგი შეგრძნება და იცის როგორ მოერგოს სწრაფად ცვალებად გარემოებებს.


ვერძი
ვერძებო, დადგა დრო, დაიწყოთ თქვენი ოცნებების რეალიზება. ყველაფერი, რაც აქამდე მხოლოდ გონებაში გქონდა, კარგია, მაგრამ ახლა დროა მის რეალიზებას შეუდგა. ამაში მეგობრები დაგეხმარებიან; ამ წელს სოციალური კავშირებით ბევრი რამის მიღნეთწევას შეძლებთ, ამიტომ, ეცადოთ, სწორად გამოიყენოთ.

კურო

მხატვრულად რომ ვთქვათ – წელს თქვენს ქუჩაზე შოკოლადითა და ცქრიალა ღვინით სატვირთო მანქანა გადატრიალდება (იუპიტერის გავლენა წლის პირველ ნახევარში განსაკუთრებით იგრძნობა). სიყვარული და ბედნიერება თქვენს ცხოვრებაში წელს ყველაზე უხვად იქნება. არ დაგავიწყდეთ დროის სწორად დაგეგმვა – შეეცადეთ, მოგზაურობისთვის დრო გამოყოთ, ეს ოცნებების ასრულებაში დაგეხმარებათ. იზრუნეთ კარიერასა და პირად ცხოვრებაზე.

ტყუპები

წელს ფორტუნას, იღბლის ფავორიტები ხართ; წლის მეორე ნახევარში იუპიტერთან ერთად, თქვენთან ფული და ნანატრი სიყვარულიც თქვენთან. რა საქმესაც არ უნდა შეეჭიდოთ, ყველაფერში წარმატება გელით. გამოიყენეთ ეს კარგი დრო ბიზნესისთვის, სახლის შესაძენად და პირადი ცხოვრების მოსაწყობად.

კირჩხიბი

კირჩხიბებს წელს ნაკლები პირქუში აზრები, შიშები და ფობიები ექნებათ (პლუტონი ტოვებს თქვენს ღერძს, თითქმის სამუდამოდ). გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდება და ცხოვრება ნელ-ნელა უკეთესობისკენ დაიწყებს შემობრუნებას.

ლომები

წელს ლომებს ცხოვრების ინტენსივობა გაიზრდება. მოგიწევთ, ნაბიჯის არა მხოლოდ მომავლისკენ გადადგმა, არამედ, უამრავ რამეზე უარის თქმა, რასაც ადრე ღირებულად თვლიდით. წარმატება კი, ელოდება მათ, ვისაც სირთულეებისა და ცვლილებების არ ეშინიათ, „ცხოვრების ახალი ხაზი“ წარმატებისკენ წაგიყვანთ. წაიკითხეთ სრულად

ასევე ნახეთ:

როგორ გამოხატავენ ზოდიაქოს ნიშნები ემოციებს, როცა არ არიან განწყობაზე

„სამყარო თქვენს მხარეზეა, გამოიყენეთ თებერვლის თვე...“ - როგორ განვითარდება სასიყვარულო მოვლენები თებერვალში

როგორ მიხვდეთ, რომ თქვენს გვარში ჯადოქრები იყვნენ

„მერჩივნა, მიწა გამსკდომოდა“… – რატომ აანთო ასანთი ჩარლი ჩაპლინმა, აკაკი ხორავას „ოტელოს“ მონოლოგზე