„შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ, ეს პერიოდი თქვენი ოცნებების ასრულებისათვის გამოიყენეთ“ - როგორი კვირა ელის ზოდიაქოს ნიშნებს

ასტროლოგია ფული

15 აპრილი
ეს დღე ყველაზე თამამი და გამბედავი გადაწყვეტილებისათვის გამოგადგებათ, რადგანაც, როგორც ასტროლოგები ამბობენ, თითოეული ადამიანი ძალიან დიდ ენერგიასა და მოტივაციას იგრძნობს და გარდაუვალ ცვლილებებზე დაფიქრდება. ამიტომ, თუკი რაიმეს დაწყებასა და განახლებას გეგმავდით და აქამდე ვერ მოახერხეთ, იქნება ეს ახალი საქმეების წამოწყება, ვარჯიში, განათლების მიღება, კვების მოდელის შეცვლა თუ სხვა, ეს დღე პირველი წარმატებული ნაბიჯებს გადადგმაში ნამდვილად დაგეხმარებათ.

 

16 აპრილი
როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ დღეს შესაძლოა, გააკეთოთ ისეთი რამ, რაც სრულიად უჩვეულოა და აქამდე არასდროს გიცდიათ. ეს გამოცდილება აუცილებლად გამოგადგებათ და საკუთარი თავისა და შესაძლებლობების შეფასებას კიდევ ერთხელ შეძლებთ.

17 აპრილი
 
დიდი შანსია, რომ ის იდეები, რომლებზეც ამ დღეს ვიფიქრებთ, სამომავლოდ ჩვენი წინსვლისა და წარმატებისთვის ყველაზე ხელსაყრელი აღმოჩნდეს. ამიტომაც, ნუ უგულებელყოფთ ახალ ინიციატივებსა და წინადადებებს. დაფიქრდით თქვენს სურვილებსა და შესაძლებლობებზე და ამ დღესვე გადადგით პირველი ნაბიჯი, რომელიც მიზანთან დაგაახლოებთ. შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ, ეს პერიოდი თქვენი ოცნებების ასრულებისათვის გამოიყენეთ.

18 აპრილი
ამ დღეს ჯობს, შედარებით მეტი სიფრთხილე გამოიჩინოთ, რადგანაც შესაძლოა, ენერგიის ნაკლებობა იგრძნოთ და მოგეჩვენოთ, რომ ძალა არაფერზე გყოფნით და საკმარის მოტივაციასაც ვერ პოულობთ. გარდა ამისა, გართულებულია კომუნიკაცია, რამაც შესაძლოა დაპირისპირებამდე მიგიყვანოთ. ამიტომ, შეეცადეთ, ეს დღე მშვიდად გაატაროთ, არ ჩაერთოთ კამათსა და კონფლიქტში და საკუთარ თავს დასვენების შესაძლებლობა მისცეთ. ნახეთ სრულად