1728499899
„ბედის საჩუქარი, გამართლება, მიზნის იოლი მიღწევა“ - როგორი პერიოდი იქნება 10 სექტემბრამდე
იუპიტერი რეტროგრადულ სვლაზე გადადის. ასტროლოგი რამაზ გიგაური მნიშვნელოვან რეკომენდაციას გვიზიარებს.
რამაზ გიგაური: - მიმდინარე პერიოდში ცის კაბადონზე საკმაოდ სასიკეთო ასპექტი „შეიკრა“ და ეს არის მზე-იუპიტერის ტრინი. ეს ასპექტი 31 აგვისტოს გააქტიურდა და მისი გავლენა 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება (პიკი: 8 სექტემბერი).
მზე (ნათალურ ასტროლოგიაში) - ეს არის შინაგანი სამყარო, „მე“, ასე ვთქვათ, ასტროლოგიური იდენტობა. გარდა ამისა, ეს არის მამრული ენერგია, სასიცოცხლო ძალა, ვიტალურობა, შემოქმედებითი საწყისი, ადამიანის „ატმანისებური“ სხეული (ანტიკურ ასტროლოგიაში - სული).
იუპიტერი - ეს არის წარმატება, გამარჯვება, იღბალი, სიმდიდრე, სიუხვე, შემოსავალი, ზრდა, სოციალური წინსვლა, ასევე მორალი, სამართალი, კანონი, უცხოეთისა და განათლების საკითხები (მათ შორის მოგზაურობა).
ტრინი - (120 გრადუსიანი ასპექტი) ეს არის ორ (ან მეტ) პლანეტას შორის სასიკეთო კავშირი, რომელიც შეიძლება გაიშიფროს როგორც წარმატება, ბედის საჩუქარი, გამართლება, მიზნის იოლი მიღწევა.
ამ ყველაფრის სინთეზს თუ მოვახდენთ, მივიღებთ, შედარებით წარმატებულ, იღბლიან პერიოდს, რომელიც სექტემბრის პირველ დეკადას მოიცავს. ამიტომ ამ პერიოდში გამართლების, წარმატების მიღწევის შანსი ძალიან მაღალია.
ეს განსაკუთრებით შეეხება იმ ადამიანებს, ვისაც პირად ჰოროსკოპში სწორედ, მზე-იუპიტერის სასიკეთო კავშირი აქვთ (ტრინი, სექსტილი და ასევე შეერთებაც). ასევე იმ ადამიანებს, ვისაც მზისა და იუპიტერის სასიკეთო განთავსება აქვთ (მმართველობა და ეგზალტაცია).
მთლიანობაში, ეს პერიოდი არა მხოლოდ ახალი პროექტების დაწყებისთვის, განვითარებისთვის, ჰორიზონტების გაშლა-განვრცობისთვის იქნება სასიკეთო დრო, არამედ ადრე დაწყებული პროექტების რეორგანიზებისთვის და მათი ხელახლა გააქტიურებისთვის. ეს შეიძლება იყოს ასევე მოგზაურობაც, სწავლის დაწყება-განახლება, საბუთების მოწესრიგება, იურიდიული დავის დაწყება და ა.შ.
ეს პერიოდი ბევრ ადამიანს გამოუსწრებს ხასიათს და მოვლენების სასიკეთო განვითარების გამო, უფრო მეტ თავდაჯერებულობასა და მოტივაციას იგრძნობენ.
კონკრეტულ სიტუაციაში, ბუნებრივია, შედეგები დამოკიდებული იქნება პირად ჰოროსკოპში მზისა და იუპიტერის განთავსებაზე.
ასევე ნახეთ:
„დიდი ბედნიერების“ პლანეტა რეტროგრადულ სვლაზე გადადის - რა უნდა ვიცოდეთ
VIDEO: გელა დაიაური მეუღლესთან და პატარა ვაჩესთან ერთად - ემოციური ნამღერი ვირუსულად გავრცელდა
„როცა მეუღლე გარდამეცვალა, შვილს ვუთხარი: წინა კორპუსში ვიღაც გაასვენეს, მათგან ტახტი გადმოიტანე, რომ მამა დავასვენოთ-მეთქი... გაკვირვებულმა შემომხედა, იმდენად მშვიდად ვუთხარი"
„თითქოს, ახალ სხეულზე მიმამაგრეს“ - სალომე კაპანაძე შესანიშნავ ფორმაშია