1733169705
„ახლობლები გაგიწევენ დახმარებას ბიზნესსა და პირად საქმიანობაში“ – ვის რა ელის ერთი კვირის მანძილზე
ვერძი
მოერიდეთ დიდ ფინანსურ გარიგებებს, რისკსა და აზარტულ თამაშებს. საკუთარი მიზნებისთვის, ნუ გამოიყენებთ სამსახურებრივ მდგომარეობას. საქორწინო და სასიყვარულო ურთიერთობას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის ეჭვიანობა და მომთხოვნელობა.
კურო
სიტყვაზე ნურავის ენდობით და გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია. დახმარებისათვის კი მიმართეთ მხოლოდ პროფესიონალებს. ეცადეთ თავისუფალი დრო დაუთმოთ დასვენებასა და ძალების აღდგენას. მოგზაურობა რეკომენდებული არაა.
ტყუპები
გარშემომყოფები დაგეხმარებიან პროფესიულ და თანამდებობრივ ზრდაში, თუმცა ყველასთან ურთიერთობა მარტივი არ იქნება, რადგან შესაძლოა მოგატყუონ როგორც საქმეში, ასევე პირად ურთიერთობებში. ნუ დაარღვევთ კანონს და მოერიდეთ რისკს. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე.
კირჩხიბი
კარგი დროა კარიერაში წინსვლისათვის, ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოსაჩენად. გარშემომყოფები დაგეხმარებიან პროფესიონალურ და თანამდებობრივ ზრდაში. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და ეცადეთ არ გადაიღალოთ.
ლომი
სანამ რამეს წამოიწყებთ, კარგად დააკვირდით მიმდინარე მოვლენების დინამიკას, რათა გაუთვალისწინებელ პრობლემებს აუაროთ გვერდი. ფინანსური მდგომარეობის შესანარჩუნებლად, დაიხმარეთ მეგობრები. სიყვარულმა შესაძლოა აგირიოთ გონება და მომავალ პერსპექტივებზე გათქმევინოთ უარი.
ქალწული
დრო დაგამახსოვრდებათ სასიამოვნო შეხვედრებით, გადაადგილებებით, თქვენთვის საინტერესო ინფორმაციის მიღებით. ახლობლური ურთიერთობები შესაძლოა გადაიზარდოს სასიყვარულოში, თუმცა მისი დიდ ხანს გაგრძელება სათუოა.
სასწორი
საქმიანობაში დახმარებას გაგიწევენ ახლო ნათესავები და ოჯახის წევრები. საყვარელ ადამიანთან გაუგებრობის შემთხვევაში უხეში ნუ იქნებით და ეცადეთ მოძებნოთ გზები კრიზისიდან დროულად გამოსვლისათვის. მოგზაურობა კი გადადეთ, რადგან თქვენი ენერგია შესუსტდება. სრულად
ასევე ნახეთ:
მარტივი რიტუალი სიყვარულის მოსაზიდად და გასამყარებლად
ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომელსაც მარტოობა ურჩევნია გულის გატეხას
რა გავლენის მოხდენა შეუძლია წყლის მაგიას ადამიანის ცხოვრებაზე