22 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

ვერძი

შესაძლოა, სრულიად უწყინარი დიალოგი შეუმჩნევლად მწვავე კონფლიქტში და ურთიერთობების გარჩევაში გადაიზარდოს. ეს სიტუაცია ცუდად აისახება თქვენს თავმოყვარეობაზე და საკმაოდ დიდხანს დაგამახსოვრდებათ. ამიტომ, გააკონტროლეთ ემოციები.

კურო

მაქსიმალურად შეიკავეთ თავი სხვადასხვაგვარი გართულებისგან და ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოუფრთხილდით თქვენს ნერვებს და ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ არ შეილახოს თქვენი რეპუტაცია.

ტყუპები

დღეს, ძალიან მგრძნობიარე ხართ და შესაძლოა, ძალიან მტკივნეულად აღიქვათ ახლობელი ადამიანების შენიშვნები. გამოიჩინეთ გონიერება და შეინარჩუნეთ მშვიდობიანი კავშირები ახლობლებთან.

კირჩხიბი

შესაძლოა, თქვენს თავში პერსპექტიული იდეების შტორმი დატრიალდეს, აუცილებლად ჩაინიშნეთ თითოეული იდეა და ეცადეთ მათ რეალიზებას.

ლომი

თავი შეიკავეთ ხელმძღვანელობასთან ფინანსური საკითხების განხილვისგან. გადადეთ ეს თემა სამომავლოდ, დღეს, ეცადეთ, რაიმე საინტერესო მოიფიქრეთ და ირგვლივ პოზიტიური ატმოსფერო შექმნათ.

ქალწული

ნუ გაღიზიანდებით იმის გამო, რომ ვიღაცებს თქვენგან განსხვავებული აზრი აქვთ ამა თუ იმ საკითხზე და თქვენს სიტყვებს უგულებელყოფენ. არაფერს მოგიტანთ საკუთარი უპირატესობის მტკიცება.

სასწორი

მიჰყევით წინასწარ დაგეგმილ გზას და ნუ შეიტანთ სიახლეებს თქვენს ცხოვრებაში, მით უმეტეს, ნუ შეეცდებით მის მკვეთრად შეცვლას. ახლა ახალი მიმართულებით დაინტერესება თქვენთვის წაგებიანია.

მორიელი

შესაძლოა, სერიოზულ კამათსა და დაპირისპირებაში, სამართლიანობის ძებნა დაგჭირდეთ. სურვილი გექნებათ, სიცხადე შეიტანოთ არსებულ გაუგებრობებში და წერტილი დაუსვათ განხეთქილებებს, შინ თუ გარეთ.

მშვილდოსანი

წარმატებას ელოდეთ იმ საქმეებში, რაც მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული და სხვათა ჩარევას, ან დახმარებას არ საჭიროებს. საჭიროა, მეტი კონკრეტულობა და სიცხადე სიტყვებსა თუ ქმედებაში.

თხის რქა

წარმატებისა და გამარჯვებისათვის, საჭიროა, მკაფიოდ ჩამოაყალიბოთ თქვენი მიზანი და შემოვლითი გზებით, დიპლომატიით და მოხერხებულობით, შეეცადოთ სასურველის მიღებას.

მერწყული

დღეს, სხვისი საქმეების მოგვარებით იქნებით დაკავებული, თუმცა, თუ ყურადღებით მიადევნებთ თვალს თქვენს ირგვლივ სიტუაციებს, მოისმენთ სხვადასხვა აზრს, შესაძლოა, ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო ინფორმაციაც მოიპოვოთ.

თევზები

ნუ ილაპარაკებთ ზედმეტს და ყველა საკითხს ეჭვქვეშ ნუ დააყენებთ. გაასაიდუმლოვეთ თქვენი რეალური გეგმები და იმოქმედეთ ფრთხილი, გონივრული ნაბიჯებით, მაგრამ თავდაჯერებულად.