2024 წლის 4 აგვისტოს ლომის ნიშანში ახალი მთვარეა - რატომ ითვლება ეს დღე ზაფხულის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ასტროლოგიურ მოვლენად და რა უნდა გააკეთოთ წარმატების მისაღწევად

ახალი მთვარე

2024 წლის 4 აგვისტოს ლომის ნიშანში ახალი მთვარე იქნება. ითვლება, რომ ცეცხლის ნიშანში ახალი მთვარე განახლებული ენერგიისა და შემართების დასაწყისია. აღსანიშნავია, რომ ამჯერად ახალმთვარეობა ლომის ნიშნის 13 გრადუსზეა, რაც აღორძინებასა და განსხვავებულ ეტაპზე გადასვლას განასახიერებს. ამიტომაც, ითვლება, რომ ეს 2024 წლის ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენაა.

დროა, წარსულში საბოლოოდ დატოვოთ ის, რასაც თქვენთვის ბედნიერება აღარ მოაქვს და უკეთესი მომავლის შექმნაზე იფიქროთ. მომდევნო ახალი მთვარე ლომის ნიშანში 2025 წლის 12 თებერვალს იქნება. ამიტომაც, როგორც ასტროლოგები ამბობენ, იმ ყველაფრის შედეგს, რასაც ახლა დაიწყებთ და დაგეგმავთ, სრულად სწორედ აღნიშნული პერიოდისათვის მიიღებთ.

ამიტომაც, 4 აგვისტოს ახალმთვარეობა მნიშვნელოვან თარიღად ითვლება, როდესაც თითოეულ ადამიანს აქვს შანსი, საკუთარი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალოს და ბევრად უფრო მეტ წარმატებას მიაღწიოს, დაიწყოს სასურველი საქმეების გაკეთება, დაგეგმოს ცვლილებები, რაიმეს შესწავლა, გარდაქმნა, ყოველდღიური სტილის შეცვლა და ასე შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ 5 აგვისტოდან პლანეტა მერკური რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს. რეტროგრადული მერკურის დროს კი, როგორც წესი, კომუნიკაცია გართულებულია, ფინანსური ოპერაციები ფერხდება, ადამიანებს გეგმები ეცვლებათ და მოულოდნელი ცვლილებების წინაშე დგებიან. ამიტომაც, ვიდრე ემოციურად შედარებით რთული პერიოდი დაიწყება, ახალმთვარეობის დღის ენერგიის გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ლომის თანავარსკვლავედი სიყვარულზეა პასუხისმგებელი. ამიტომ, როგორც ასტროლოგები ამბობენ, როდესაც ახალი მთვარე მის ნიშანშია, ყველა ადამიანს ეძლევა შანსი, რომ პირადი ბედნიერების კუთხით, რაღაც უკეთესობისკენ შეცვალოს. ამ დღეს შესაძლოა, გაიცნოთ ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს და არაერთ ბედნიერ დღეს გაჩუქებთ. თუ ურთიერთობაში ხართ, შესაძლოა თქვენი კავშირი ბევრად უფრო ჰარმონიული და მრავალფეროვანი გახდეს. ახალი, საერთო მიზანი იპოვოთ და ემოციურად კიდევ უფრო მეტად გაერთიანდეთ... ვრცლად