18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღე დახუნძლულია სხვადასხვა მოვლენებით, იყავით აქტიური, პოზიტიური და ხალისიანი, თქვენი განწყობა გადამდებია სხვებისთვისაც. შესაძლოა, საკმაოდ საინტერესო საქმიანი წინადადება შემოგთავაზონ.

კურო

მოქმედებისთვის შესაფერისი დღე არ არის, ახლა უკეთესია იყოთ მომთმენი, ნუ გააკეთებთ ნაჩქარევ დასკვნებს, ნუ გარისკავთ. გადახედეთ თქვენს ახლო წარსულს, გააანალიზეთ გარკვეული მოვლენები და სათანადო დასკვნებიც გამოიტანეთ.

ტყუპები

შესაძლოა, გარკვეულ გაუგებრობებს ჰქონდეს ადგილი, თუმცა ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული, იმისთვის, რომ მიაღწიოთ წარმატებას, სათანადოდ უნდა იშრომოთ.

კირჩხიბი

დღე ნაყოფიერია მოლაპარაკებებისა და საქმიანი კავშირების დასამყარებლად. შესაძლოა, საინტერესო შემოთავაზებაც გქონდეთ.

ლომი

დღე ნაყოფიერი და წარმატებულია თუ იქნებით შეუპოვარი და მიზანდასახული, გააკეთეთ ყველაფერი რაც შეგიძლიათ. დაისახეთ ახალი მიზნები და იფიქრეთ კარიერულ წინსვლაზე.

ქალწული

დღეს, გაქვთ სათანადო გაბედულება და პასუხისმგებლობის გრძნობაც, რომ შეეჭიდოთ მნიშვნელოვან საქმეებს. თამამად იმოქმედეთ ნებისმიერ სფეროში, ნუ შეცვლით გეგმებს შექმნილი ვითარების გამო.

სასწორი

დღეს, მეტი ყურადღება დაუთმეთ თქვენს იდეებსა და შემოსულ ინფორმაციებს, შესაძლოა, ფინანსებთან დაკავშირებული კარგი ამბავი გაიგოთ, ან მიიღოთ საჩუქარი.

მორიელი

შეინარჩუნეთ სიმშვიდე ნებისმიერ სიტუაციაში, იყავით კონცენტრირებული ერთ კონკრეტულ საქმეზე. პირად ცხოვრებაში გარკვეულ ცვლილებები გექნებათ.

მშვილდოსანი

დღე გამორჩეულია ახალი ნაცნობობით (თუნდაც ვირტუალური), გაფილტრეთ ახალი გაცნობილი ადამიანები, ზოგიერთი მათგანი სამომავლოდ ძალიან დაგეხმარებათ. შესაძლოა, ახალი შემოსავლის წყარო გამოგიჩნდეთ, მიჰყევით ინტუიციას.

თხის რქა

მშვენიერი დღეა თქვენი უნარ-ჩვევების წარმოსაჩენად, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, სახლიდან მოგიწიოთ სამსახურებრივი საქმის კეთება. მთავარია, არ იჩქაროთ, იყავით მომთმენი და მეტი გაგებით მოეკიდოთ ოჯახის წევრებს.

მერწყული

ეცადეთ, დღეს, ყველაფერს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ, რადგან დღე დატვირთულია სხვადასხვა ინფორმაციებით და გადასაჭრელი საკითხებით.

თევზები

მშვენიერი დღეა სხვადასხვა საკითხების მოსაგვარებლად, სასურველ შედეგს გამოიღებს კომუნიკაციები. შესაძლოა, სასიამოვნო სიურპრიზით გაოცებულიც დარჩეთ.