„იწვევს 8-წლიან (ან სამუდამო) დაზიანებას ნაწლავებში" - ბიძინა კულუმბეგოვი ინფორმაციას ავრცელებს
1784586863
სოფელ ნატანებში 150 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
სოფელ ნატანებში 150 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შონიამ გურიაში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ღურჯუმელიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ნატანების ბაღში მიმდინარე სამუშაო დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში, საბავშვო ბაღში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, მოეწყობა ადაპტირებული შიდა და გარე სივრცეები.