ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები სკოლის ექიმთა ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდნენ

შეხვედრა

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ კახაძე და თავმჯდომარის მოადგილე ზაალ მიქელაძე სკოლის ექიმთა ასოციაციის პრეზიდენტს, ლიანა სირაძეს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სამედიცინო პერსონალის საქმიანობის მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე, საჭიროებებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს.

„2022 წელს საქართველოს პარლამენტისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, სკოლებში დავაბრუნეთ სკოლის ექიმი. შეხვედრაზე ვიმსჯელეთ თუ რა გამოწვევები არსებობს დღეს სკოლაში ექიმისა და ექთნის მუშაობასთან დაკავშირებით. ვისაუბრეთ ექიმების ჩართულობაზე სკრინინგისა და იმუნიზაციის პროცესში. ასევე განვიხილეთ სკოლაში „ჯანმრთელობის საათის“ დაბრუნების საკითხი“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა ლომინაძემ.

✕