„ამ სახლიდან 17 მიცვალებული გაასვენეს... უმეტესობა ბავშვი და ქალი იყო“ - ელაშვილების ოჯახის ტრაგედია
1760472917
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ერევანში ცოდნის საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს. მინისტრმა ფორუმის გახსნის ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მონაწილეებს საქართველოს განათლების სისტემის რეფორმის ახალი კონცეფცია გააცნო, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით უმაღლესი განათლების რეფორმაზე მომუშავე კომისიამ შეიმუშავა. ფორუმზე ასევე გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე: „ეროვნული ქმედებები გლობალური გამოწვევების საპასუხოდ“, რომლის ფარგლებშიც გივი მიქანაძემ უმაღლესი განათლების სისტემისა და სამეცნიერო კვლევების გაძლიერების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. დისკუსიაში მონაწილეობდნენ სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ჟანა ანდრეასიანი და სხვა ქვეყნების განათლებისა და მეცნიერების სფეროების წარმომადგენლები. საერთაშორისო ფორუმის გახსნას ასევე ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი შარვაშიძე. გივი მიქანაძე სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაში შედიან: მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ ბესელია. ორდღიანი საერთაშორისო ფორუმი, სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით იმართება. ფორუმზე მონაწილეები უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე პროცესების, არსებული გამოწვევებისა და უახლესი გამოგონებების შესახებ ერთმანეთს ინფორმაციას და გამოცდილებას უზიარებენ.