სესხის გამცემი 5 სუბიექტი ფულის გათეთრებისა და სხვადასხვა დარღვევის გამო დაჯარიმდა

ფულის გამოძალვა

ერთ დღეში 25 მაისს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფულის გათეთრების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების პრევენციის ფარგლებში სესხის გამცემი 4 სუბიექტი და შპს "ტრიბა კაპიტალი" დააჯარიმა.

სებ-მა დააჯარიმა სესხის გამცემი სუბიექტი "იბა ჯეო" - 5 000 ლარით, 5 000 ლარით შპს "ევრო კრედიტი", ასევე 5 000-5 000 ლარით დაჯარიმდნენ შპს "ფინბიურო" და შპს "პრობლემური აქტივების სააგენტო".

რაც შეეხება ,,ტრიბა კაპიტალს", მარეგულირებელმა მის სანქციადაც 5 000-ლარიანი ჯარიმა გამოიყენა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობამ AML/CFT ზედამხედველობის წესი 2018 წლის 27 ივნისს დაამტკიცა. განმარტებითი ბარათის მიხედვით, პორტალმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებით უნდა გააკონტროლოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობა, ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესით გათვალისწინებული ანგარიშგებები.

წყარო