საქსტატი: სექტემბერში სისხლის სამართლებრივი დევნა 2 689 პირის მიმართ დაიწყო

საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის სექტემბერში სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 2 689 პირის მიმართ. აქედან გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული ჩადენილია 157 პირის მიერ, რაც დევნადაწყებული პირების 5,8%-ს შეადგენს.

საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის სექტემბერში დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 884 შემთხვევა თბილისში ფიქსირდება, აჭარაში – 355, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში – 20 შემთხვევა.

2025 წლის სექტემბერში დევნის დაწყების მაჩვენებელი, სსკ-ის კონკრეტული მუხლების მიხედვით, ასე გადანაწილდა:

ქურდობა – 324 შემთხვევა; მუქარა – 247 შემთხვევა; ოჯახური ძალადობა – 196 შემთხვევა; ძალადობა – 190 შემთხვევა; გაუპატიურება – 8 შემთხვევა; გარყვნილი ქმედება – 8 შემთხვევა; თაღლითობა – 64 შემთხვევა; ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა ან შენახვა – 716 შემთხვევა; ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება – 178 შემთხვევა; ყალბი დოკუმენტების დამზადება – 160 შემთხვევა.