რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს დღეს - ვალუტის კურსი

puli

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5763 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ  მოქმედებდა, 2.5800 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0037 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7564 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.7425 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0139 ლარი შეადგინა.