ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა - ნახეთ განახლებული კურსი

ვალუტა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7260 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7268 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1254 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1435 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0181 ლარი შეადგინა.