1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
საერთაშორისო ფინანსურ ბაზარზე პანიკის შესაჩერებლად შვეიცარიული ბანკი „კრედიტ სუისი“ უმსხვილესმა შვეიცარიულმა ბანკმა, „იუბიესმა“ შეისყიდა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
შვეიცარიის ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შვეიცარიის მთავრობის შუამდგომლობით გაფორმებული შეთანხმება ფინანსურ სტაბილურობას უზრუნველყოფს.
„იუბიესი“ გადაიხდის სამ მილიარდ შვეიცარიულ ფრანკს (3,25 მილიარდი აშშ დოლარი) „კრედიტ სუისის“ შესასყიდად – დაახლოებით 60 პროცენტით ნაკლებს, ვიდრე ბანკის ღირებულება იყო პარასკევს, ბაზრების დახურვისას. გარიგების დროს „კრედიტ სუისის“ აქციონერებს ხმის უფლება ჩამოართვეს. ისინი მიიღებენ ერთ აქციას „იუბიესში“ ყოველ 22,48 აქციაზე, რაც მათ საკუთრებაშია და რასაც ბანკი 3,15 მილიარდ დოლარად აფასებს.
17 მარტს, ბაზრების დახურვისას „კრედიტ სუისი“ დაახლოებით რვა მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.