ბოლო ერთ წელში საქართველოდან ექსპორტირებულია 18.2 ათასი ტონა თხილი, უდიდესი ნაწილი ევროკავშირის ბაზარზე გავიდა

Txili

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წლის პირველი აგვისტოდან 2025 წლის 31 ივლისის ჩათვლით საქართველოდან ექსპორტირებულია 18.2 ათასი ტონა თხილი, რომლის უდიდესი ნაწილი ევროკავშირის ბაზარზე გავიდა.

მათივე ცნობით, ექსპორტის საერთო ღირებულებამ 119.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

„წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტის მოცულობა 25%-ით (3.6 ათასი ტონით), ხოლო საექსპორტო ღირებულება – 45%-ით (36.9 მილიონი აშშ დოლარით) გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში ერთი კილოგრამი თხილის საშუალო საექსპორტო ფასი 6.59 აშშ დოლარს შეადგენდა, რაც 16%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ქართული თხილის ექსპორტი ძირითადად ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, განსაკუთრებით შემდეგ ქვეყნებში: იტალია, ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი, ჩეხეთი და სხვა. გარდა ევროკავშირის ქვეყნებისა, თხილის ექსპორტი ასევე განხორციელდა სომხეთში, ისრაელში, თურქეთში, ჩინეთში, მაროკოში, რუსეთსა და ალჟირში.