მართვის მოწმობის საგამოცდო მარშრუტებში ცვლილებები შევიდა
1780390472
„ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი არის ისტორიული, ეს აკავშირებს საქართველოს, აზერბაიჯანს თურქეთთან. ეს არის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი", - ამის შესახებ ლაშა აბაშიძე, "საქართველოს რკინიგზის" გენერალურმა დირექტორმა განაცხადა.
მისი თქმით, პროექტის ფარგლებში თანამედროვე სარკინიგზო ინფრასტრუქტურა მოეწყო და ბოლო პერიოდში აქტიური სამუშაოები მიმდინარეობდა მისი სრულად დასრულებისა და ექსპლუატაციაში მიღების მიზნით. აბაშიძის განმარტებით, პროექტი აზერბაიჯანულ მხარესთან ერთად დასრულებულია და უკვე სრულად შევიდა ექსპლუატაციაში.
მისივე შეფასებით, "ბაქო-თბილისი-ყარსის" სარკინიგზო მაგისტრალი საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს მნიშვნელოვნად გააძლიერებს და ტვირთბრუნვის ზრდას შეუწყობს ხელს.
"ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი არის ისტორიული, ეს აკავშირებს საქართველოს, აზერბაიჯანს თურქეთთან. ეს არის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი. შეიძლება ითქვას, რომ არის ახალი თანამედროვე ინფრასტრუქტურა მოწყობილი. ამ პროექტზე ბოლო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობდა სამუშაოები, რადგან მომხდარიყო სრული დასრულება ამ პროექტის. ჩვენ უკვე დავასრულეთ აზერბაიჯანულ მხარესთან ეს პროექტი და სრულად მივიღეთ ექსპლუატაციაში. ეს პროექტი ასევე გვაძლევს საშუალებას, რომ უფრო გავზარდოთ ტვირთბრუნვა", - აცხადებს "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე.
შეგახსენებთ, ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალი სრულ ექსპლუატაციაში შედის. ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ახალი სარკინიგზო მარშრუტი დღეიდან ოფიციალურად იხსნება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი სტრატეგიული პროექტის ფარგლებში, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა არსებულ ინფრასტრუქტურას და აშენდა სრულიად ახალი, ევროპული სტანდარტების ხაზი. მაგისტრალის ამოქმედებით სატვირთო გადაზიდვების წლიური გამტარუნარიანობა ხუთ მილიონ ტონამდე გაიზრდება, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს რეგიონის სატრანსპორტო შესაძლებლობებსა და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს